Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გარდენია, ახალი წლის მოლოდინში GARDENIA

გარდენია, ახალი წლის მოლოდინში GARDENIA

თბილისში ყოველი სტუმრობა გარდენიის მონახულებით იწყება, ან სრულდება. მიზეზი ძალიან მარტივია, როცა ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქში თვალი ფერების, ხოლო სული სიმშვიდს ძებნას იწყებს - გული თავისით აქეთკენ იწევს. კი, ბათუმური საზომით შორსაა ქალაქიდან. მაგრამ, როგორც არა ერთ გზის ვთვი და ვიტყვი კიდეც - აქ ამოსვლა ყოველთვის ღირს. ამის დასტურად კი კვლავ გთავაზობთ ფოტო კოლაჟს. აი ასე ემზადება გარდენია 2018 წლის მობრძანებისთვის. 




აქაურობას ფაფუკი თოვლის ფანტელების ვალსიღა აკლია. თითქმნის ყველაფერი მზადაა. თითქმის, იმიტომ რომ ზურა შევარდნაძესთან დაპაუზებული არასდროს არაფერი არ არის. აქ მუდამ რაღაც ახლდება, რაღაც იცვლება, ყვავის, სურნელს აფრქვევს და კეკლუცობს სილამაზით. წლის ნებისმისერ დროს. დიახ, ზამთარშიც.











ხო და სანამ მოთოვს, ეწვიეთ გარდენიას. სვით ჩაი გაღუღუნებულ ბურჟუასთან. მიაყოლეთ ქალბატონ ნანას არაჩვეულებრივი კექსი და მოისმინეთ თქვენი მეგობრების მიერ ნაამბობი საუცხოო ამბები. გაიხსენეთ ძველი და დაგეგმეთ ახალი. ერთი სიტყვით - ისიამოვნეთ

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]