Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ორი ფერადი ამბავი ბათუმიდან

ორი ფერადი ამბავი ბათუმიდან

უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ იმ ამბავს რომ ბათუმი არ არის მხოლოდ ქათქათა. ბათუმი ფერადია, თვალწარმტაცი და ძალიან ჭრელიც. თუმცა ამ ჯერად ჭრელი სწორედაც რომ სწორი, მართებული ინტერპრეტაციით უნდა გამოვიყენოთ - ჭრელი, ხალასი, ლამაზი და მრავალფეროვანი. აგვისტოს მიწურულს ბათუმმა რიგ, უკვე ცნობილ და პერო აღლუმებად ქცეულ ღონისძიებებთან ერთად ორ, საკმაოდ საინტერესო... რა ვქნა, დიდად არ მიყვარს ეს სიტყვა "ივენთი". ისევე როგორც მესიჯი, ლოკაცია და კიდე ათასი სისულელე, რომელსაც განსწავლულობის ხაზგასასმელად იყენებენ ხოლმე ჩვენი ჟურნალისტები. ამიტომაც, ჯანდაბას, იყოს ტავტოლოგია და მაინც ღონისძიებას ვიტყვი. ხოდა ასე. ბათუმმა კიდევ ორ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა.

პირველი "სტარტ აპ მარკეტი" იყო. სადაც ყველა, ვინც კი რაიმეს ღირებულს ქმნიდა და მისი გაყიდვა სწყუროდა ( თან თუ "აწარმოე საქართველოში"ც იყო ჩართული) თამამად შეეძლო გამოეტანა თავისი ნაწარმი. აქვე მინდა გითხრათ რომ შარშანდელ 2 "ბუტკას" ნამდვილად სჯობდა წლევანდელი მარკეტი. როგორც მაშტაბით, ასევე ხარისხითაც. ფოტოებს აქვე დავყრი. ჯობია თვალი გადაავლოთ

სტარტ აპ მარკეტი












ჩემი აქ ხეტიალის აღმოჩენა ეს მალაკუდები იყო. ისხდნენ ასე განაბულები და ელოდნენ თავიან პრინცებს... ან სულაც პრინცესებს. რავიცი რა ხდება

შაბათ კვირას კი ბათუმის 6 მაისის პარკტში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა. "აჭარა პიკნიკ ფესტი" ბათუმელებისა და მეგობრების მიერ ორგანიზირებული, ძალიან ლამაზი, კოხტა და საყვარელი ფესტივალი გამოდგა. მთელი ორი დღე ბათუმის 6 მაისი პარკში მსურველებს როგორც კარგი მუსიკის მოსმენა შეეძლოთ, ასევე შეეძლოთ შეეძინათ სასმელები, სასუსნავები, მოეწესრიგებიათ ვარცხნილობა, ეყიდათ წინები, ხელნაკეთი ნივთები, ეკოტრიალად პუფებში და მოკლედ ყველაფერი ის, რასაც კარგ განწყობაზე მყოფი ადამიანი აკეთებს ხოლმე. ხოდა ასეც იყო ADJARA PICNIC FEST - მართალია აჭარა D- თი დიდი ხანია აღარ იწერება, მაგრამ ჯანდაბას. ეგ იყო ყველაზე დიდი მინუსი ამ ფესტივალის. მოკლედ აქაც ფოტოებს დავყრი...

AJARA PICNIC FEST 2017

























მოკლედ, როგორც ხედავთ, ყოველგვარი ვაიდედა და ვარსკვლავების გარეშე მშვენიერი რაღაცეები ხდება ბათუმში. მე თუ მკითხავთ ეს უფრო მომწონს. თუმცა ყველაფერს თავისი მუშტარი ყავს. ხოდა ასეც იყოს. უხვი არჩევანი ჯობია. ორგანიზატორებს ყოჩაღ. შენ კი მადლობა რომ შემოხვედი ;)


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]