განვმეორდები და ვიტყვი, ერთად ერთი ფესტივალია რომელის ფერად ნაკვალევზე წლიდან წლამდე დადის ათასობით ტურისტი. რომელიც თვალსაც სიამოვნებს, გულსაც და ცხვირსაც - თუ ხატვის პროცესს ესწრებით და პულივიზატორიდან ამოსული "ვანილნარევი"
სურნელით
გაჟღენთილი
შემოქმედებითი
ატმოსფეროც
გერგოთ. საოცარი სუნი აქვს ამ საღებავს. ბათუმის
Street art festival- ი უკვე კარგ ტრადიციად იქცა. კი, უხდება ბათუმს ზაფხული და ფესტივალები, მაგრამ ეს მაინც
სულ
სხვაა.
ამაში
ყველა
დამეთანხმება,
ვისაც
ბათუმში,
კედლის
გრაფიტის
ფონზე
ერთხელ
მაინც
გადაუღია
ფოტო.
2017 წლის ქუჩის მხატვრობის
ფესტივალი შარშანდელისგან გასხვავებით ბათუმს დასჯერდა. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია და ბაქოს ქუჩა.
აი ის მარშრუტი, სადაც შეგიძლიათ ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები
იხილოთ. საინტერესო, ორიგინალური და ფერადი ნაკვალევი ჩემი კამერის ობიექტივშიც მოხდა. შესაბამისად, ჩემს მიერ წარმოდგენილ ციფრულ მენიუში
წინასწარ შეგიძლიათ ამოირჩიოთ თუ სად და რომელ გრაფიტთან გადაიღებთ თქვენს საზაფხულო
სელფებს.
ჩემი ნება რომ იყოს გაცილებით მეტ თანხებს დავხარჯავდი ასეთ ფესტივალში, გაცილებით მეტს ვიდრე ელიტალურ ვახშმებზე, ბანკეტებზე, ჩინოსანთა და წვეროსანთა გამოკვება გამოძღომაზე ხარჯავენ ხოლმე. იმათი დანაყრების მერე არ ვიცი რა იქმნება ღირებული და უჩვეულო. ამ ფესტივალის მერე კი მინიმუმ თვალს მაინც უხარია.
ეს კი ისტორია. თუ გაინტერესებთ - გადაავლეთ თვალი
Grafikart Festival BATUMI |
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!