Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ღამე მუზეუმში 2017

ღამე მუზეუმში 2017

"ღამე მუზეუმში" უკვე ტრადიციად მკვიდრდება და ეს ძალიან კარგია. ყოველთვის ვამბობ რომ მუზეუმებს საქართველოში არ და ვერ ექცევა სათანადო ყურადღება. ხოდა აი ასეთი პიარ სვლებით თუ "ვაცდუნებთ" ადამიანებს რომ ეწვიონ საკუთარი ქვეყნის საუნჯეს - რატომაც არა. წელს გაცილებით მასშტაბური იყო სამუზეუმო ღამე. თუმცა დასანანი ერთი რამაა, ყველა ღონისძიება თითქმის ერთსა და იმავე დროს იწყება და სამწუხაროდ იძულებული ხარ აირჩიო რა გამოტოვო და რა ნახო. იმედია სამომავლოდ გაითვალისწინებენ და დატოვებენ გარკვეულ დროს საიმისოდ რომ მსურველმა მოასწროს ყველა სასურველი ღონისძიების მონახულება. თუმცა მანამდე იმ ფოტოებს განახებთ რომელიც არქეოლოგიურ მოზეუმსა და გონიოს ციხეში გამართულ "ღამე მუზეუმში" გადავიღე. კარგი იყო. მადლობა და წარმატებები ახალ წამოწყებებში 








დღეს მედეას დღე მქონდა. სადაც წავედი ყველგან მედეა დამხვდა. ან გამყიდველი, ან ახლობელი ან აიეტის ასული. თუმცა ეს ბოლო ყველაზე უფრო ხშირად შემხვდა, ჯერ არქეოლოგიურში, შემდეგ კი გონიოში. არქეოლოგიურში ცოტა მსუბუქათ გავიხსენეთ მისი ბერძნული ვოიაჟი. თუმცა გონიოში ბოლომდე ჩავყევით, ამოვყევით და ლამის გადავყევით. სპექტაკლს საუკუნეებ გამოვლილი გონიოს ციხის კედლებიც ამძაფრებდნენ. ერთი სიტყვით - კარგი იყო. 




კი, კარგია ეგ მედეაც, გაცოცხლებული სატირები და ისტორიები. მაგრამ სამომავლოდ მეტ ქართულს, ავთენტურს და ჩვენებურს - ხაზს ვუსვამ - პრე ქრისტიანულს ვისურვებდი ( და არა უბრალოდ ცეკვა თამაშს და ხმებში სიმღერას) . იგივე კოლხებზე შექმნილ ან გაცოცხლებულ ლეგენდებს. ან ფარნავაზი, ან ამირანი, ან თუ გინდ აიეტი.. დაწერეთ, სცადეთ, გაბედეთ. დიდი სიამოვნებით მოვალ, ვნახავ და დავტკბები ამ ყველაფრით. თორემ ჰომეროსი სამშობლოში უკეთ უყვართ, ჩვენ კი ჩვენი შეგვაყვარეთ კიდევ უფრო მეტად  ;)

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]