Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმის ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ. 24.04.2017

ბათუმის ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ. 24.04.2017

ბათუმში უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა, ყოველი ძლიერი შტორმის შემდეგ ზღვის მიერ წართმეული ნაპირის ამსახველი ვიდეო და ფოტო რეპორტაჟის კეთება. სამწუხაროდ ჯერ დანაკლისის ასახვის და აღნუსხვის, დათვლის გარდა ვერაფერს ვაკეთებთ. ერთი კი გამოგვდის, გადაბრალება. რა უნდოდა მანდ ბულვარსო. თუმცა ასეთი არგუმენტის მომყვანი ბრიყვები იმას არ უფიქრდებიან რომ ზღვისთვის სულ ერთია ბულვარი და ყანა. მეტიც, კიდევ კარგი რომ აქ ბულვარია, თორემ სამისახლოს და ყანასაც ისე ჩუმად წაიღებდა შესაძლოა მხოლოდ რამდენჯერმე დაფიქსირებულიყო სადმე ზღვის მიერ დაყაჩაღებული მიწის მეპატრონის გასაჭირი სადმე, საინფორმაციო გამოშვებაში. ეგ იქნებოდა და ეგ. ამას კი საბედნიეროდ ბევრი ხედავს, წვდომა გაცილებით ადვილია. დაიწყეს კიდეც წლების დაგვიანებით ნაპირსამაგრი სამუშაოები. თუმცა ზღვას სულ სხვა გეგმები აქვს და მისი გეგმები სამწუხაროდ ჩვენსას არ ემთხვევა. 







2 comments:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]