Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ნუ ხარ ჩუმად. ნუ ეხმარები ნგრევაში

ნუ ხარ ჩუმად. ნუ ეხმარები ნგრევაში

ბათუმში მიმდინარე ქაოტური მშენებლობის, განუკითხავი და დაუსჯელი ნგრევა-მსხვრევის პროცესი კვლავაც გრძელდება. მიუხედავად იმისა რომ საპროტესტო სტატიები და გამოსვლები როგორც რადიო, ასევე ტელე ეთერით საკმაოდ ხშირია და თითქმის არც ერთი ვანდალური ფაქტი არ ხდება მოსახლიობის და საინიციატივო ჯგუფების რეაგირების გარეშე, ბათუმის მუტანტიზირების ქარავანი ტაატით მიიწევს წინ. მავანთ სურს ჩვენი სურვილი, ქალაქის ძველი ნაწილის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისა გადმოთარგმნოს ისე, თითქოს საინიციატივო ჯგუფის წევრებს არ სურთ ბათუმის განვითარება. რაც ერთმნიშვნელოვნად იდიოტიზმია. სწორედ იმის გამო, რომ აღმშენებლობისა და განვითარების ფონზე ქალაქმა არ დაკარგოს თავისი იერი და სახე, რაც წლობის მანძილზე (ავად თუ კარგად) შემოინახა. საინიციატივო ჯგუფის წევრები და ბათუმის ქაოტური მშენებლობებით შეწუხებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. ჯერ მხოლოდ მცირე ზომის აქციით და ტრანსფარანტებით. რომლებზეც მოკლე გზავნილები იყო დაწერილი. ნუ ანგრევ, შემოინახე ისტორია, დაიცავი ძველი, ძველი არ ნიშნავს უვარგისს. იმ იმედით რომ რომელიმე მათგანი მაინც მიიქცევდა კანონმდებლის ან აღმსრულებლის ყურადღებას სოციალური ქსელისთვის აქციაც მოეწყო.




აქ კი მანიფესტია. სადაც დეტალურადაა გაწერილი მოთხოვნები და საფრთხე რაც ბათუმს ელოდება. 


გვიან საღამოს დაანონსებული აქციის პირობებზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. აქციებით და მანიფესტებით ვერავის გავაკვირვებთ მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ რომ ეს ხალხი ისევ შეიკრიბება და ისევ მოითხოვს იმას, რაც წესით და კანონით მოეთხოვებათ. ეს საკუთარი ქალაქის გადარჩენაა. შენი, ჩემი, თქვენი საყვარელი ბათუმის იერსახისთვის ბრძოლა. შესაძლოა ბევრს ეთაკილებოდეს. ბევრსაც უშედეგო და ფუჭ ცდად მიაჩნდეს. მაგრამ ამ ქალაქმა შეძლო და გადაარჩინა ბულვარი გადაშენებას. თუ მოინდომებს და გაითავისებს იმასაც რომ ქალაქი ქალაქელებისაა და არა ინვესტორების - ამასაც შეძლებს. 















ცხადია ყველა ფოტო აქ არ დაეტეოდა. ამიტომ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ამ ბმულზე და თავად იხილოთ ჩვენი აქტივობა სოციალურ ქსელში 

თითოეული ხმა წონადია. დუმილით თანამონაწილე ხდებით იმ პროცესის რომელიც ბათუმს უკარგავს სახეს. ეს არ დაწყებულა გუშინ. მაგრამ შეგვიძლია შევაჩეროთ ხვალ. გამოდი. ნუ ხარ ჩუმად. #ნუშობიმასე ნუ ეხმარები ნგრევაში

Фото დაიცავი ძველი ბულვარი.

2 comments:

  1. nu me vfiqrob batumi barakebis da virtxebis soroebis gareshe!

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩვენც მასე ვფიქრობთ. მაგრამ არა მათ ადგილზე აშენებული 33 სართულიანი ხუხულას ხარჯზე

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]