დათოვლილი ბათუმის ფოტოები ინტერნეტ სივრცეში აღარ წარმოადგენს იშვიათობას, ისევე როგორც ზოგადად თოვლი ბათუმში. თუ ადრე ხუთ წელიწადში ერთხელ მოვიდოდა ნორმალური თოვლი, ეგეც დიდ მიღწევად და დიდ საჩუქრად მიგვაჩნდა. ამ ბოლო წლებში კი გამოწერილივით გვახარებს იანვარი. მართალია დასავლეთში თოვლი ისეთი ფაფუკი და მშრალი არ არის როგორც მთაში. მაგრამ ორ-სამ დღიანი ემოციებისთვის საკმარისია. მერე დაიწყება წუწუნი. მანამდე კი. აქაც აღვფრთოვანდეთ. ხო, ჩვეულებრივისგან გასხვავებით ამ პოსტში ფოტოების სიმცირეა, კი. თუმცა (მგონი) საინტერესო ვიდეო მოგიმზადეთ. ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ბათუმში არ ცხოვრობს, მწერდა - ნეტა მანახა ადთოვლილი ბათუმი-ო ხოდა, ინებეთ ბატონებო. პლიუს ბონუსად სტეფანეს არაჩვეულებრივი ქავერი. ხო და წავიდეთ, გავიაროთ ბათუმის დათოვლილ ბულვარში.
აქვე გეტყვით. კიდე გელოდებათ საინტერესო ვიდეოები. ასე რომ. მოემზადეთ
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!