Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მთვარის კლუბი უკვე ოთხ ბორმაბლზეა. გაიცანით ენოტი NISSAN NOTE

მთვარის კლუბი უკვე ოთხ ბორმაბლზეა. გაიცანით ენოტი NISSAN NOTE
საერთოდ უეცარი, სპონტანური გადაწყვეტილებით გაკეთებული საქმე ყოველთვის უფრო საინტერესო და კარგი გამომდის ვიდრე ვინმესთან ერთად დაგეგმილი, გაზომილ-მოზომილი და გადაღეჭილი იდეა. თქმულა კიდეც, გურული დღევანდელ იდეას გუშინ იწყებსო. ხოდა ასეც მოხდა. არავინ ელოდა, სხვათაშორის არც მე რომ ამ წელს, ამ ზაფხულს და ამ კვირას ავტომობილს შევიძენდი. ამიერიდან საგზაო ტრაფიკს ჩემი იაპონელი ნისან ნოუთი ანუ ენოტიც შეემატა. შეემატა ასევე + ერთი პარკირების პრობლემა, საგზაო წესების დამრღვევებზე უფრო მწვავე რეაქცია. ავტო ხელოსანთა გაკითხვა, გამოკითხვა ნაცნობობის ქსელი და კიდე ათასი წვრილმანი, რაც ავტომობილის ყოლას მოსდევს თან.

მარჯვენა საჭიანი, ანუ მემარჯვენე ენოტი მყავს. პირველად ვზივარ მარჯვენასაჭიანის საჭესთან. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა. მარჯვენა საჭიანზე მარჯვნივ და საჭით ჯდომა გაცილებით კომფორტულია ვიდრე მარცხნივ და საჭის გარეშე. როცა ასეთ სიტუაციებში ვარდებოდი ყოველთვის მექანიკურად ვეძებდი ფეხით სიჩქარის ან მუხრუჭის პედალს.

ახლა კი იმ მხარეს ვზივარ, სადაც ძირითადად უფრო დიდხანს ვიჯექი, ოღონდ ამჯერად საჭით ხელში. ასე რომ ვთქვათ - ჩემს მხარესაც მოვიდა საჭის ტრიალის დრო.

ჩემი ახლობლების შეფასებები საკმაოდ საინტერესო იყო. რადგან არავინ იცოდა და შესაბამისად არც არავინ ელოდა ჩემს ავტომობილს. რეაქციები შემდეგნაირი იყო:
- შეენ?! მანქანა?! და მერე ველო?!
- ვაა, მანქანა. ვისია? მართლა ვისია?! მეკაიფები...
- კაი რამაა, შენს ფერებშია
- ყველაფერში რომ უკუღმართი ხარ მანქანაც უკუღმართი იშოვე ხო?! გილოცავ
- ო, მანქანა კაია, მარა ცოლი უნდა მაგას. მაგას არა, შენ
- გილოცავ. მარა ყურადღებით იყავი. მექანიკურად ბულვარში, ველობილიკზე არ ახვიდე. მიჩვეული ხარ იქ სიარულს.
- რავა გიყვართ ამ გურულებს აი იაპონელები
- ბიჯო, გახსოვდეს. მარჯვნივ არ გადააფურთხო

ერთი სიტყვით ისევე როგორც მე, სხვებსაც ოდნავ გაუჭირდათ იმის აღიარება რომ მე ამიერიდან მყავს ავტომობილი.


ხო, დიდი, ყველგანმავალი, ზე სწრაფი და ყოვლის შემძლე არ არის. მაგრამ სწორედ ის არის რაც მე ამჯერზე მჭირდება. ეკონომიური, ტევადი, ამტანი, კოხტა და კარგი მოსავლელი.

საჭე, როგორც ვთქვი პრობლემა ნამდვილად არ არის. მაინც ამ (მარჯვენა მხარეს) ვიჯექი ყოველთვის. ახლა უბრალოდ საჭე მაქვს ხელთ. ამიერიდან ვლოგებიც და პოსტებიც ცოტათი უფრო გაფართოებული, გაზრდილი და მდებარეობა შეცვლილი არეალიდან იქნება ატვირთული მთვარის კლუბზე.
ასე რომ აქაც ვულოცავ საკუთარ თავს. მთვარის კლუბი უკვე ოღხ ბორბალზე დგას. საერთო ჯამში არსენალში უკვე ( + ველო) ექვსი ბორბალია. შევძლებთ უფრო მეტი საინტერესო ადგილების მონახულებას და აღწერას. მანამდე კი... გავედი. ენოტი გავასეირნო 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]