Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

პოკე აპოკალიფსი Pokemon go

პოკე აპოკალიფსი Pokemon go


ზომბი აპოკალიფსი იგვიანებს, თუმცა მისი სახეცვლილი ვარიანტი არც უკვე არსებობს. რამდენიმე ხნის წინ ბავშვების საყვარელი მულტფილმის მიხედვით შექმნილი თამაში გამოვიდა. სადაც საშუალება გაქვს დაიჭირო, გაწვრთვნა და შემდეგ სხვა მწვრთვნელების მიერ გაზრდილ-გაწვრთვნილ პოკემონებს შეაჯიბრო შენი პოკემონები. პოკემონების რაოდენობა და სახეობა კი მართლაც ურიცხვია. სპეციალური გაჯეტებიც იყიდება, რომელიც ხმოვანი სიგნალით გაუწყებს ახლო-მახლო ჩამალული პოკემონის არსებობას. მიუხედავად იმისა რომ თამაში ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისთვის გამოვიდა. ეს ერთი შეხედვით ძალიან ბავშვური და სულელური თამაში ვირუსივით მოედო მსოფლიოს. პოკევირუსით შეპყრობილი სმარტფონების მფლობელები უკვე მასიურად დასდევენ ვირტუალურ მონსტრებს და ამ დევნისას ხშირად არავირტუალურ შარშიც ეხვევიან. 
ამ თამაშს საქართველოშიც თამაშობენ, თუმცა ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა სათანადოდ ფეხი. სიმართლე რომ ვთქვათ - რაღაცნაირად კარგიცაა, ისედაც ქუჩაში ნორმალურად მოსიარულე არც მძღოლი გვყავს და არც ქვეითი. ამის შემდეგ რა იქნება კი ძნელი წარმოსადგენია.

 ზოგადად პოკე დამოკიდებულობის მაშტაბები რომ წარმოვიდგინოთ ვიდეო ვნახოთ. ცენტრალ-პარკი. პარკში იშვიათი ჯიშის პოკემონი აღმოჩნდა და გეიმერებიც მის  დასაჭერად დაიძრნენ.



აქაც იგივე ამბავია



ეს კი სანდიეგო, პოლიცია პოკემონების საუნდტრეკით აფრთხილებს პოკედამოკიდებულებს ცოტათი ფრთხილად იყვნენ, ან ფხიზლად...



ეს კი ნიდერლანდებია. ისევ პოლიცია



ეს კი პოკემონების ფანკლუბის კიდევ ერთი წევრი :) დაიჭირა მისი პოკემონი





პოკე-მონები-ს რიცხვი დღითი დღე იმატებს. მიუხედავად იმისა რომ არც დიდად გადასარევი ანიმაცია გააჩნია, ელემენტს ნთქავს და დროსაც სანსლავს, თაყვანისმცემლები მაინც მზად არიან შეუვარდნენ ავტომობილს, გადატელონ ტყე-ღრე ოღონდ სასურველი პოკემონი დაიჭირონ. 
თუ დაგაინტერესა ამ თამაშმა - აგ შემოდი
და შენ რამდენი პოკემონი გყავს ?! 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]