როცა ძალიან ცხელა. როცა ქალაქში ბეტონი, ასფალტი, ცემენტი და გრანიტი დუღს. როცა ჰაერი ერბოსავით შედედებულია. აი მაშინ ედება, ჩეროში მორთმეულ, შენივე ბაღის ხილის ნაჟურისაგან დაყენებულ, ჭის ცივ წყალში გაზავებულ ლიმონათს ოქროს ფასი. წრუპე ნება ნება. ინებივრე ჰამაკში, იკითხე საზაფხულოდ გადადებული წიგნები და არ იფირქო იმაზე თუ რა ხდება ამ დროს იქ, სამსახურში.
შემდეგ საღამოს ნიავი მოიტანს შვებას, სიგრილეს, ღამეს და ძალიან ბევრ ციცინათელას. მანამდე კი ცხელა, ძალიან ცხელა. მაგრამ შენ ლიმონათი გაქვს, ჰამაკი გაქვს, ჩერო გაქვს და დრო, რომელიც სიამოვნებაში უნდა დახარჯო
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!