Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ალუბლის ბაღი თეატრალურ სარდაფში

ალუბლის ბაღი თეატრალურ სარდაფში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სარდაფმა თავის სიტორიაში რიგით პირველ სპექტაკლს უმასპინძლა. არც მეტი და არც ნაკლები - ჩეხოვის "ალუბლის ბაღი"ს მიხედვით დადგმული ადაპტირებული ვერსია ბათუმელ მსახიობებთან ერთად ქალაქ ტარტუს თეატრ " ზეროს" სამხატვრო ხელმძღვანელმა კალავ კუდმა წარმოგვიდგინა. 


  გასახარი ამბავია. ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი სცენა შეემატა, სადაც იმედია გარკვეული პერიოდულობით ვიხილავთ სხვადასხვა თეატრალურ დადგმებს. თუ ადრე სივრცის უქონლობა გვქონდა მთავარ მიზეზად, ეს მიზეზი დიდად აღარ შეგვაწუხებს. აჰა სცენა და დაანთეთ ცეცხლი თეატრალებო.


რაც შეეხება თავად  ჩეხოვის ალუბლის ბაღს. უფრო სწორედ კი მის ადაპტირებულ ვერსიას. ეს სულ სხვა ალუბლის ბაღი იყო. უკვე გაყიდული, მოგონებად და პერსონაჟების ტანჯვად ქცეული, მეტწლად პერსონაჟებ ჩანაცვლებული, სივრცე და დრო შეცვლილი ბაღი. აშკარად დიდი შრომა აქვს ჩადებული ამ სპექტაკლში რეჟისორს, მაგრამ სულ სხვა, რეჟისორის ჩანაფიქრთან მიახლოვებული შეგრძნებები მექნებდა მაშინ, როცა ჩვენი თეატრის სცენაზე მინიმუმ ოთხჯერ მაინც მექნებოდა ნანახი კლასიკური "ალუბლის ბაღი". მხოლოდ მაშინ შევძლებდი პერსინაჟების გზავნილების სათანადო დონეზე დაჭერას და არ დამჭირდებოდა წაკითხულ წიგნთან ბმების ძებნა. 


არა, არ ვამბობ რომ სპექტაკლი იყო ცუდი. არა. კარგი იყო. მაგრამ ის უფრო აპერეტივი იყო ჩეხოვის ბაღში სასეირნოდ. ვინც ჩეხოვის ალუბლებით დანაყრებულია - უთუოდ მოეწონება.



მსახიობებს და რეჟიროს რათქმაუნდა დიდი მადლობა. კარგია, მომწონს და მიხარია. კიდევ ერთი რამ რაც (ყოველ შემთხვევაშ მე) პირველად ვნახე დარბაზში. სპექტაკლის მსვლელობისას სპეციალურად სმენადაქვეითებული მაყურებლისთვის სურდო თარჯიმანი ჟესტური ენით თარგმნიდა სპექტაკლს. ძალიან მომეწონა, მანამდე არ მინახავს სურდო თარგმანი რომელიმე სპექტაკლზე ან ღონისძიებაზე.


ასე რომ კიდევ ერთი ადგილი მონიშნეთ თქვენს თეატრალურ რუქაზე. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სარდაფი. თუ იჩქარებთ ჩეხოვის ალუბლების ბაღსაც იხილავთ 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]