Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მოგზაურობა მირვეთში. "დღის შოუ" და "მთვარის კლუბი" Trip to Mirveti.

მოგზაურობა მირვეთში.  "დღის შოუ" და "მთვარის კლუბი" Trip to Mirveti.

ზაფხული და ბათუმი ზოგისთვის მხოლოდ შეზლონგთან, ზღვასთან და კოქტეილთან ასოცირდება. მაგრამ ბათუმის საზღვრებს გარეთაც არანაკლებ საინტერესოდ და სასიამოვნოდ შეგიძლიათ დაისვენოთ. მითუმეტეს თუ ველო გიყვართ და გატკეპნილი მარშრუტებიც მოგბეზრდათ. ბათუმიდან 17-20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს სოფელი მირვეთი. აქ არც ციხე-კოშკები და ცათამბჯენებია, თუმცა სუბტროპიკული ტყე, ჩანჩქერი, თაღოვანი ხიდი და ამ ყველაფერთან ველოთი მისვლის საშუალება მგონი საკმარისი მიზეზია საიმისოდ რომ აქაურობას ესტუმროთ.

ჩვენც ასე მოვიქეცით. მითუმეტეს ამას ტელეკომპანია იმედის "დღის შოუს" სტუმრობაც დაემატა. დღის შოუს გადამღები ჯგუფიც დაინტერესებულა ამ სანახაობით და მეც მთხოვეს შემოგვიერთდიო. აბა უარს როგორ ვეტყოდი ასეთ საინტერესო შემოთავაზებაზე და დავთანხმდი. ექშენ კამერა, ველო, ბექა თავისი "დელიკათი", სუპერ-ველო-გმირი თემური შევიკრიბეთ და გავსცილდით ქალაქს. და აქ სწორედ ის დებილური წინადადება უნდა ჩავსვა "ისინი გასცდნენ ქალაქს და რაც შემდეგ მოხდა"... :) მოკლედ ვიდეო და მისი ჯანი

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]