Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ის სტამბოლი - თავი პირველი ISTANBUL

ის სტამბოლი - თავი პირველი ISTANBUL

სტამბოლთან ჩემი პირველი შეხვედრა საუკუნის დასაწყოსში შედგა. აწ უკვე შორეულ 2001 წელსაც ისეთივე სიხარულით შევხვდი იქ გამგზავრების იდეას, როგორც ახლა. აწ უკვე მესამედ და არც. მართლა აქვს ამ ქალაქს რაღაც გაურკვეველი ხიბლი და უნარი საკუთარი კუთხე თუ კუთვნილება, იდენტიფიკაცია გაპოვნინოს მასთან. რაღაც არის აქ თითქოსდა შენიც, მათიც, სხვისიც და საერთოც.  ამიტომაც აქ ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია. ხოდა როგორც უკვე ვთქვი, ამ ჯერადაც დიდი სიხარულით დავთანხმდი რამდენიმე დღით სტამბოლში გამგზავრების იდეას.



ვიცოდით რა თურქეთში გზების ამბავი და ისიც რომ გასავლელად "ალოკილი, სქელი, მოვლილ გადავარცხნილი" გზები გველოდებოდა, შუადღის მერე ჩავჯექით ავტომობილში და არხეინად გავემგზავრეთ. ზოგადად ხეტიალი და მოგზაურობა მიყვარს. მაგრამ თუ ეს მოგზაურობა კომფორტთან ასოცირდება - რაღათქმაუნდა ორჯერ უფრო სასურველი ხდება. ხოდა შესაბამისად გზაც, უფრო სწორედ - კარგად დაგებული გზა ამ კომფორტული მგზავრობის ერთ-ერთი შემადგეელი ნაწილია. ასე რომ თუ თქვენც დაგეგმავთ საკუთარი ავტოთი აქ მოგზაურობას დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ თქვენც და თქვენი ავტომობილიც ფრიად ნასიამოვნები დარჩებით.


გზა, ხო გზა. სწორედ იმიტომ გავამახვილე ამ მნიშვნელოვან დეტალზე ყურადღება რომ დროის უდიდეს მონაკვეთს რაღათქმაუნდა ავტომობილის სავარძელში გაატარებთ. ხოდა მეც ასე მომიწია. შავი ზღვის პეიზაჟები მალე მთებით შეიცვალა, მერე მთვარემაც დაგვანათა, ოდნავ გაწვიმდა კიდეც. მოკლედ სტამბულამდე თოვლის გარდა ყველა ბუნებრივი მოვლენა და ბარე ოცამდე ჩაიხანა გავიარეთ. გამთენიოს ხუთ საათზე, სადღაც უღელტეხილზე გადანათებულ ვეება ჩაიხანაში ცხელი ჩაის თურქულად დალევასაც ააქვს რაღაც მუღამი. ნუ, მეთექვსმეტე ჭიქამდე მაინც. შემდეგ უკვე ხვდები რომ დროა ტაიმაუტი აიღო. მინიმუმ დილამდე. ჩემი პირველი ლაშქრობიდან დიდი დრო გავიდა და ამ დროის განმავლობაში მგზავრისთვის სასურველი  კომფორტი ამ მონაკვეთზე ბარე ოცდაათჯერ გამუმჯობესდა. თქვენ უბრალოდ ინებეთ შესვენება და თავზე გადაგყვებიან, გადმოგყვებიან და ავტომობილის კარებამდეც მიგაცილებენ. 

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწონოთ თქვენი გზის მუსიკალური გაფორმებაა. თუ სიმღერებითა და ჰანგებით მომარაგებული მიბრძანდებით ძალიან კარგი. თუ თურქული სატელეფონო ოპერატორების ინტერნეტით შეიარაღდით და ონლაინ რადიოების იმედზე ხართ - ეგეც კარგია, მაგრამ თუ რადიო სიხშირეებს დაუწყებთ წვალებას - თქვენი ნამდვილად არ შემშურდება. ეს ის ღელეა სადაც არ უნდა შეხვიდეთ.

ღამეც დაგვეცრიცა თავზე და დილისკენ ჰორიზონტზე ბეტონის ურბანულმა ფლორამ და ფაუნამ მეგა სითისთან მიახლოების პირველი სიგნალი მოგვცა. რა გითხრათ, სტამბოლოც გაიზარდა და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეგაპოლისი ისიც გამალებით ჭამს მის შემოგარენს. იქ სადაც ადრე მხოლოდ დაბები და სოფლები იყო დღეს სტამბოლოს არც თუ ისე შორეული რაიონები კეკლუცობენ მაღალსართულიანი, ჭკვიანურად დაგეგმარებული საცხოვრებელი კომპლექსებით.


"იქ სადაც ადრე ჩხაოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ავტო კულტურა" კი, დაახლოებით ასე შეიძლება აღწერო ის რაც იყო და რაც არის. და ის რაც არის ჩვენთან შედარებით ნამდვილი ოაზისია. საცობიცაა და საცობიც. მართალია ერთ მონაკვეთში ცხრა კილომეტრის გავლას საათნახევარი მოვანდომეთ მაგრამ მერწმუნეთ ეს იყო ყველაზე უფრო მშვიდი საცობი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე დგომისას შეიძლება მიკრო ინფარქტი აიკიდო. თურქ ძიებს აქაც ნაპოვნი აქვთ სარგებელი. შებრაწული ფუნთუშები, ახლად გამოწურული წვენი, შემწვარი წაბლი თუ ბამბის ნაყინი უფრო სწრაფად აგივლის და ჩამოგივლის ვიდრე გვერდით მდგარი განათების ბოძი.


თუ გაგიმართლათ და საცობში ისეთ ადგილას მოხვდით საიდანაც მინიმუმ კარგი ხედი იშლება, მაშინ ეს დიდ პლიუსად შეგიძლიათ ჩათვალოთ და თვალი ადევნოთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე ცხოვრებას. მაგალითად როგორ ყიდის ბიძა ვარდისფერ ბამბის ნაყინს.


სასტუმროს პოვნა დღევანდელ დღეს ინტერნეტით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. სახლიდანვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ რა, სად და რა ფასად. ცოტა უბნებშიც თუ ერქვევით - უპრობლემოდ შეარჩევთ თქვენი ჯობის და გემოვნების სადარ აპარტამენტებს. ჩვენც ადვილად ვიპოვეთ და ფოიეში რაღა თქმა უნდა გამარჯობას ერთი ფინჯანი ცხელი ჩაიც მოაყოლეს. სანამ ნომერი გავიფორმეთ და ავტომობილში დიდხანს ჯდომის შედეგად გამოწვეული დისკომფორტიც გავიქარწყლეთ, ჩაით და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის თვალიერებით გავერთე.


ცოტა დავისვენე, შხაპი, კვება და ისევ ქუჩა. აბა რა, ოთახში რა გამაჩერებდა, როცა ლამის 19 საათი იმისთვის ვიარე რომ ეს ქალაქი ისევ მენახა.


აი ეს ხედი იშლებოდა ჩვენი სასტუმროს აივნიდან. ძველი სტამბოლის ცას აქ მხოლოდ საკმაოდ მრავლად აწვდილი მინარეთები ებჯინებიან. შორს კი აია სოფიას ტაძარი მოსჩანს და მელის. ხოდა მეც მისკენ გავსწიე


აქ ავტომობილების მოძრაობა საკმაოდ შეზღუდულია, რაც მე ძალიან მახარებს. მძროლების ხამობიდან დაღლილი ადამიანისთვის ასეთი ქუჩები ნამდვილი სამოთხეა. მტრამვაი და მეტრობუსები სტამბოლში ყველაზე სწრაფი, იაფი და კომფორტული ტრანსპორტია. მათ არ ადარდებთ არანაირი საცობები. ა დან ბ პუნქტამდე კი ამაზე სწრაფად აქ არაფერი მიგაქროლებთ. თუმცა მე ფეხით გავლა მერჩია, მუხლსაც გავმართავდი და ჰაერსაც ჩავყლაპავდი. 


"მე შენ გაჯობე, სოლომონ" მართალია იუსტინიანესავით აია სოფია არ ამიგია, მაგრამ ბათუმიდან ასე მოკლე დროში აია სოფიას წინ აღმოვჩნდი. ესეც საკმაოდ კარგი მიღწევაა. მაგრამ სამწუხაროთ აქ შესვლა არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. ამიტომ ამ ჯერად ცისფერი მეჩეთისკენ განვაგრძნე გზა. სხვათა შორის იქ შესვლა უფასოა...


მიუხედავად იმისა რომ ახალ სათამაშო ნაჩუქარი ბავშვივით გახარებული დავაბიჯებდი ძველი სტამბოლოს ქუჩებში, დაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა და გულმაც სასტუმროსკენ წამსძლია.  წინ საკმაოდ მოკლე საღამო მელოდა და დიდი, მზიანი და საინტერესო დილა, რომელიც მალე გათემდებოდა. 


ისევ ჩავუყევი უკან ნაცნობ ქუჩებს, გზად ერთ ლარზე ნაკლებად ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენითაც გავგრილდი და სასტუმროში შევაბიჯე. სავარძელში ჩაფლული კი ვიხსენებდი, რა ადვილია და რაოდენ საჭირო გასცდე ჩვეულ ყოფას და აი ასეთი, ჩვეულებრივი გასეირნებით უცხო, მაგრამ ნაცნობ ქალაქში გზადაგზა მოაგროვო ის დადებითი მუხტები, რომელიც ასე ძლიერ გჭირდებოდა. მათ საჭიროებას კი აქ ყოფნისას სწორედ ისე გრძნობ, როგოც მოწყირებულზე წლის სმის პროცესით გამოწვეულ სიამოვნებას. მოკედ ასე. სტამბოლში ჩავაღწიე. შემდეგ პოსტში კი სტამბოლოს ძველ ბაზარს და ტკბილეულობების მაღაზიას ვეწვევით. აბა, დროებით ;) 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]