ბათუმი, ზღვა, ველო და მუსიკა. დამეთანხმებით მშვენიერი ჩამონათვალია. ამიტომაც თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ, შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ. გასული შაბათ კვირა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ჯერ იყო "ღამე მუზეუმში", შემდეგ კი ულამაზესი ქედი. თუმცა, თავადაც ნახავთ რა და როგორ.
აი ასეთი იყო ჩვენი თითქმის ორ დღიანი ველოგასეირნება დასავლეთში. "ექშენ ვიდეო კამერაც" გამოვცადე. ასე თუ ისე გამოცდა გაიარა. ამიერიდან უფრო ხალისიან ვიდეო ვლოგებსაც გპირდებით. თუ სამაგისო თემა იქნება. ეს კი ის ლამაზი ხედებია, რომელიც "ექშენ კამერის" ობიექტივმა სათანადოდ ვერ აღიქვა. აი ასე მოსჩანს ბათუმი ავგიას უბდნიდან
ეს კი კვარიათია. ის პატარა კუთხე, რომელიც ასე იზიდავს ზაფხულობით ყველას. აი ასე გამოიყურება ის ზემოდან
ეს კი ჭოროხი, თავისი დელტით
ერთი სიტყვით ძალიან კარგი შაბათ - კვირა გამოდგა. თქვენაც იმოგზაურეთ მეტი, რაც შეიძლება შორს და რაც შეიძლება მეტი ;)
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!