Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჭოროხს მიღმაც არსებობს ბულვარი

ჭოროხს მიღმაც არსებობს ბულვარი

ბათუმის ბულვარი კვლავაც ჭირვეულობს. უფრო სწორედ ის ადამიანები ვინც მის "ნათელ მომავალზე" და ეკონომიურ მომგებიანობაზე დაიწყეს "ზრუნვა".  ჯერჯერობით ზრუნვა ჭმუნვის საბაბი უფროა ვიდრე რეალური, გასახარი შედეგი და ისიც არავინ იცის რა დაგვხდებოდა მოსახლეობა დროზე რომ არ ჩარეულიყო საქმეში. თუმცა ამჯერად არა ყველასათვის საყვარელ ბათუმის "ძველ ბულვარზე" მინდა ვისაუბროთ, რომელიც პატარა ბავშვის სილაში სათამაშო "პოლიგონს" დაემსგავსა, არამედ ბევრისთვის ჯერ უცხო, ბულვარად ვერ ქცეულ ტერიტორიაზე, რომელიც ჭოროხის მეორე მხარეს ელის თავის ბედს.



გახსოვთ ალბათ, როცა ჩინდებულები ბათუმის ძველი ბულვარის გაკეთილშობილებაზე და მისი "განვითარების ზეაქტუალურობაზე" ბჭობდნენ, არა ერთგზის შევახსენე რომ ბათუმი დღეს გასცდა მხოლოდ ქალაქის ურბანულ ფარგლებს და მისი საზღვრები მახინჯაურიდან ლამის კვარიათის (სარფამდე) ბოლომდე გადის. აქედან გამომდინარე თუ სურვილი და თანხაც არსებობს იმისა რომ ქონდეს ბათუმს თავის ფარგლებში კარგი, თანამედროვე და თუ გინდ ისეთი "ედემის დარი" ბულვარი, რომლის უმწიკლობას სამთავრობო ორგანოები ასე დაჟინებით იფიცებდნენ, თავისუფლად შეიძლება ეს იდეა აი ამ, ბათუმის შემადგენლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულიყო. და სწორედ ეს იქნებოდა ზოგადად ქალაქის განვითარებაში გადადგმული კარგი ნაბიჯი და არა არსებულის გაუქმება.

ბათუმში ყველამ იცის თუ სად მთავრდება გზა რომელიც ზღვის გასწვრივ, აეროპორტის ჩავლით ჭოროხამდე გრძელდება. ამჯერად სწორედ ჭოროხია (როგორც ამბობენ) ყველაზე გრძელი ბულვარის და მისი გაგრძელების იდეის ბოლო. აქ ველო ბილიკებიც და გზაც მოყვანილია. მაგრამ ბევრმა არ იცის რა ხდება ჭოროხის მიღმა. მინდა გითხრათ რომ ჭოროხის მიღმაც არსებობს "სიცოცხლე"

აი ეს გახლავთ ჭოროხის მიღმა ტერიტორია. კერძოდ კი გონიოს დასახლების სანაპირო. ფოტოზე მარჯვნივ გონიოს პოლიგონის ნაწილი და პატარა დაბაა. 




როგორც ხედავთ აქაც ზუსტად ის პრომინადია როგორიც ჩვენს საყვარელ ძველ და ახალ ბულვარში. ისეთივე ფართე სასირნო და ველო ბილიკებით. ერთად ერთი რამ რაც აქაურობას აკლია სიცოცხლეა, რომელიც მხოლოდ ნებაზეა დამოკიდებული. ისეთივე ნებაზე რომელიც უნებლიედ ბათუმის ძველ ბულვარზე გაჩნდა.


ბილიკის სიგრძე დაახლოებით 6-7 კილომეტრია. ის ჭოროხის დელტადან იწყება და კვარიათამდე მიდის. მთელი ეს ტერიტორია ათვისებულია და ახალი ბულვარის, აეროპორტის მიმდებარე ბილიკებისგან განსხვავებით არც ზღვას წაურთმევია ნაპირსამაგრი სამუშაოების არ არსებობის გამო. არც ზღვას წაურთმევია, თუმცა არც ბათუმი ინტერესდება დიდად.

ჭოროხს იქითა და აქეთა ბილიკების შეერთება თავის დროზე ჭოროხზე გაშენებული ხიდით იგეგმებოდა. რითაც არა მხოლოდ საფეხმავლო და ველო ბილიკების, არამედ სამანქანო გზის დაკავშირებაც იქნებოდა შესაძლებელი. რაც არა მხოლოდ საგზაო მოძრაობას განტვირთავდა. არამედ ბათუმს არნახულ, ულამაზესი ხედის მქონე გზას და ბულვარს აჩუქებდა. 

ისიც გასაგებია რომ დღეს ხიდს არავინ ააშენებს. არა და იმ ერთი ხის ფასად... თუმცა ეს იმ ადამიანის პირადი ფული და ჩვენს მიერ მოძრავად შერაცხული ხის ამბავია. ხიდს არა მაგრამ ხო შეიძლება აქ სხვა გზითაც შემოდინდეს სიცოცხლე.  ესეც ჩვენი ქალაქის შემადგენლობაში შემოდის

მართალია ძალიან ბევრს ურჩევნია რომ ლამის სადარბაზოში იქონიოს საკუთარი კლუბი, დადგას შეზლონგი და გააკეთოს ფული. მაგრამ რატომღაც ყოველ წელს მხოლოდ მოკლევადიანი, იოლი ფულის კეთების იდეით ვკმაყოფილდებით და იშვიათად ვფიქრობთ, ვზრუნავთ გრძელვადიან პროექტებზე, რომლებიც ბათუმის როგორც არა ორქუჩიანი ქალაქის, არამედ დიდი და ვრცელი ქალაქის მომავალზე იქნება ორიენტირებული. რატომრაც ყველას და ყველაფერი იმ ლამის "ორ ქუჩაზე უნდა", იქვე.   წუწუნი იმის თაობაზე რომ ბათუმში რაიმე "შორს" მდებარეობს და იქ არავინ მივა - სრული სისულელეა. უბრალოდ ქალაქისგან გასხვავებით ჩვენი იდეები ვერ გასცდა ორ ქუჩას.

აი ბატონო ტერიტორია, ჩადეთ ინვესტიციები. გააშენეთ, ააშენეთ. აღმართეთ კლუბები, კაფე ბარები, რესტორნები - ესეც ბათუმია.


მანამდე კი აი ასე გაცქერის ბულვარის "გერი" თავის ნათელ მომავალს, რომელიც ჭოროხის მიღმა გარინდულა და სულაც არ ჩქარობს განვითარდეს

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]