Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დგას თუ არა "გეების" ძეგლი ბათუმში ?!

დგას თუ არა "გეების" ძეგლი ბათუმში ?!
ამ თემაზე ადრე ხუმრობდნენ. მაგრამ როგოც ჩანს ხუმრობა შიშად გადაიქცა, შიში კი ფობიად. დავა იმის თაობაზე დუმბაძის ქუჩის დასასრულს თუ რომელი სქესის წარმომადგენლები ეფიცებიან ერთურთს სიყვარულში ქალაქური ხუმრობიდან ასეთ "ზემხატვრულ წიაღსვლებში ამოქექილი ჭეშმარიტების მტკიცებაში" თუ გადაიზრდებოდა ნამდვილად არ მეგონა.


ბათუმის ბულვარში მდგარი ეს სკულპტურა იმ სკულპტურების რიცხვიდან ერთ-ერთია რომელიც უკვე რამდენიმე წელია ბათუმის სტუმართა ფოტომატეანეებს ასე უხვად ამშვენებს. გორგოლაჭებზე შემდგარი ადამიანი გულით, სუპერმარკეტის ურიკაში გულით მოსიარულე ადამიანი, ზურგზე გულ-მოკიდებული ადამიანი, თავდაყირა მდგარი ადამიანი და ეს ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან. გარჩევა იმისა თუ ვინ ვინ იყო მხოლოდ ხუმრობა იყო და იქვე მთავრდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ზოგისთვის ხუმრობა სერიოზული თავსატეხი და თავსატკივარი ყოფილა.
დიახ, მეც მაია ასათიანის "პროფილის" წყალობით "ვინერვიულე" ამ თემაზე. სიმართლე გითხრათ გადაცემას ყანწი აკლდა და ეგაა. პათოსიც უფრო გაშლიდა ფრთებს.

საინტერესო კი შემდეგი ფაქტია. ავტორი გელა წულაძე ადასტურებს რომ ეს ქალი და მამაკაცია და არანაირი სხვა, ორაზროვანი ქვეტექსტები აქ არ არსებობს. ამას ამბობს ავტორი. მაგრამ არიან ადამიანები ვინც ავტორზე უკეთ ერკვევიან ავტორისავე ჩანაფიქრში (ხელოვნებაზე აღარ ვსაუბრობთ) ვიცნობ რა ბატონ გელას, აქვე გეტყვით რომ ქონოდა სულ სხვა ჩანაფიქრი და შესაბამისად აქ ორი მამაკაცის ტრფობის იდეა (რატომღაც) ჩაედო, ამის თქმაც არ გაუჭირდებოდა.
ასევე საინტერესოა ის თემა, თუ რატომ გახდა ეს ძეგლი ასე აქტუალური დღეს, მოახლოვებული არჩევნების წინ. თუ ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ღირსებას მხოლოდ ეს ორი ადამიანის სილუეტი ჩრდილავს და ჩქმალავს - კი ბატონო, დღესვე დავანგრიოთ. მაგრამ ეჭვი მეპარება. ჯერ ერთი იმაში რომ ავტორზე მეტად იცოდეს ვინმემ რა გააკეთა და მერე მეორე რომ ეს ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია გეების თავშეყრის ადგილი იყოს. მითუმეტეს ბათუმში.
და კიდევ ერთი კითხვა, რატომ მაინც და მაინც ეს ძეგლი გახდა სქესის და იდენტობის გასარჩევ-ამოსაცნობი ობიექტი. ბათუმში, რაც თავი მახსოვს, გორგილაძის ქუჩაზე, სამხატვრო გალერეის სკვერში, ხეების ჩრდილში უკვე წლებია ერთმანეთს დიდი ვნებით ეტრფის ორი არსება. არც მათ გააჩნიათ სქესის დასადგენი რაიმე ამობურცულ -ჩაბურცულები. მაგრამ რატომღაც მათი საჯარო ალერსის თემა არავის არ ანაღვლებდა. ისიც უცნობია ამ ძეგლის გარშემო ამდენი წლის მანძილზე რა ორიენტაციის ადამიანები იკრიბებოდნენ - იქნებ ლესბოსელები?!  ეს ხუმრობით რათქმაუნდა

როგორც მახსოვს ავტორი ერთ-ერთი სახელოვანი მოქანდაკეა
 უბრალოდ მიმაჩნია რომ ბულვარის ძეგლის თემა უბრალო პოპულიზმია და მეტი არაფერი. ეს აქტივობა სხვა საკითხებშიც რომ გამოჩენილიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ გინდ ახლომდებარე ბულვარის თემასთან დაკავშირებით.

არა, ბათუმში არ არის  გეების ძეგლი. გეების ფობიის ძეგლი შესაძლოა დაიდგას

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]