Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ფორრესტი - ბარი, სადაც დრო ფული ღირს

ფორრესტი - ბარი, სადაც დრო ფული ღირს

ბათუმში კიდევ ერთი, პატარა და საინტერესო ბარი გაიხსნა. აქ ვერ მოგხიბლავენ ეგზოტიკური კერძებითა და ფრონცკი სასმელებით. მათი მთავარი ხიბლი დროა, თქვენი იქ ყოფნის დრო, რომელშიც იხდით ფულს. ხო, აქ დრო ფული ღირს. 



ფორრესტი რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა. ძველ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, სასტუმრო "გალოგრე"ს მოპირდაპირე მხარეს. ეს ის სივრცეა, სადაც დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, მაქსიმალურად თქვენი კოფორტისთვის. შეგიძლიათ მობრძანდეთ და იმუშაოთ ნეტში თქვენი ნოუთბუქით. ან უბრალოდ დაისვენოთ. ანაც იმ მხიარულ თამაშებში მიიღოთ მონაწილეობა, რასაც ბარის მეპატრონეები საღამოობით აწყობენ ხოლმე.


ყავა, ჩაი და სასიამოვნოდ გატარებული, ნაყიდი დრო. ერთი საათი - 6 ლარი. შემდეგ უფრო იაფი. გეტყვით რომ ეს ყველაზე უცნაური შეგრძნება იყო, როცა ჰამაკში ხარ წამოწოლილი და ფული ყავაში კი არა, დროში გაქვს გადახდილი. თან შეგიძლია დაამატო.



 მისი არსებობის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგეთ და რა კი ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი საინტერესო, ახალგახსნილი ობიეტი მდებარეობს (ამაზე შემდეგ მოგიყვებით) გადავწყვიტეთ ესეც გვენახა "რა ხილი იყო". ჩვენი მისვლისას გაგანია "მაფიის ღამე" დაგვხვდა. ხელი აღარ შევუშალეთ და ზემოთ ავედით. ჰამაკი, ჩაი, სიმშვიდე. მოკლედ კაია


როგორც გითხარით ფორრესტი ახალახანს გაიხსნა და შესაბამისად ვერც ვიქნებით ზედმეტად პრეტენზიული მისდამი. აქ მთავრი თქვენი დროა და შეეცადეთ ის სასიამოვნოდ გაატაროთ. საამისოდ კი ძალიან ბევრი ხერხი არსებობს.



აქ ყოფნისას ერთი პაბი გამახსენდა, რომელიც რიგაში მდებარეობს. კარგია, მომწონს ასეთი ენთუზიასტი ადამიანები. უხდებიან ქალაქს

ეს კი რიგაა

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]