Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ტრაქტირი "ჩაინიკი" Место встречи изменить нельзя

ტრაქტირი "ჩაინიკი" Место встречи изменить нельзя

ვალოდია შარაპოვი და გლებ ჟეგლოვი ის პერსონაჟებია, რომელთა გახსენებაც ძირითადად ძველი თაობოს წარმომადგენლებს თუ აღუძრავთ ნოსტალგიას ეპოქაზე, რომელიც მათ ახალგაზრდობასთან და იმ დროისთვის იშვიათად ხარისხიან, დეტექტიურ სერიალებთან ასოცირდება. " место встречи изменить нельзя " - ასე ეწოდება იმ სერიალს, რომელიც მართლაც გამოირჩეოდა საბჭოური კინოინდუსტრიის პროდუქტებიდან. აქ იყო სროლა, დევნა, გამოძიება, იმ დროისთვის "პოპულარული ქურდული სამყაროს" საინტერესო პერსონაჟები და რაღათქმა უნდა - ანტიგმირების გვერდით გმირებიც. თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ - სექს სიმბოლოები, ვლადიმირ ვისოცკი და ვლადიმირ კომკინი. 


ჟარგონებით, "ბლატნოი" ტერმინებითა და ფრაზებით სავსე ეს ფილმი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყო ამ ჟანრის მოყვარული ადამიანების ლექსიკის გამდიდრების ლამის ერთ-ერთი საბადო. ძალიან ბევრი ფრაზა და სიმღერაც გოვორუხინის ამ ფილმს უნდა უმადლოდეს პოპულარობას. თუმცა დღეს მე ფილმზე სულაც არ მინდა რომ გესაუბროთ.
ერთი ძალიან საინტერესო სიახლის შესახებ მსურს მოგითროთ, რომელიც აქ, ბათუმში გელოდებათ და რომელიც უფრო გაგიხარებთ გულს თუ ზემოთხსენებული ფილმის ან ზოგადად ომისმერენდელი საბჭოთა ეპოქის რაიმესახის გამოვლინებისადმი სიმპატიით ხართ განმსჭვალულები. რათქმაუნდა აქ მხოლოდ ეპოქა იგულისხმება და არა წყობა. მოკლედ.

ტრაქტირი "ჩაინიკი"

ბათუმში გაიხსა ერთი ძალიან საინტერესო, კონცეპტუალურად სწორად და კარგად გამართული ტრაკტირი "ჩაინიკი". რომელიც პირდაპირ ბმაშია ზემოთხსენებულ სიუჟეტთან და ამბებთან. 


მგონი ბათუმში ერთად ერთი დაწესებულებაა რომელიც ვიზუალურად და კონცეპტუალურად ამართლებს თავის თავს. აქ არ არის უბრალოდ ერთ ოთახში შეყრილი ძველმანები რომელსაც როგორც წესი შემდეგ "ვინტაჟით აპრავებენ". აქ თავს მართლაც იმ ეპოქაში ან სულაც კინო პავილიონში იგრძნობთ.


მწვანე მაუდი, დაბალი ჭაღები, ტყავგადაკრული ხის სკამები, ტელეფონები, ბრები, მუსიკა... მოკლედ შარაპოვი აკლია და ჯგუფი "რესტორან ასტორიაში აბლავაზეც გავა"



პირდაპირ გეტყვით, რომ არა ბმა ამ ფილმთან და ისტორიასთან. ძნელი იქნებოდა ჩემთვის ამ ყველაფრის "გადახარშვა". დიდად მოტრფიალე არავარ სტალინისეული ტირანიისა და რეპრესიებთან ასოცირებული ისტორიების. მაგრამ არის ისტორია და არის მისი გამოყენების, გაყიდვის სხვადასხვა ხერხები. მათ შორის კარგიც და ეს ტრაკტირი ამის დასტურია. მითუმეტეს რომ ეს კონცეპტი არა საბჭოეთზე და კომუნიზმზე, არამედ ფილმზეა აგებული




რუსული და უკრაინული, შეიძლება ითქვას ზოგადად სლავური სამზარეულო იქნება აქ მთავარი თემა. ანუ 1945 წლის მერენდელი, საბჭოური სამზარეულო. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გაუღვივდება ერთგვარი ნოსტალგია იმ ქვეყნის მიმართ "რომელიც დაანგრიეს". თუმცა ეს ყველაფერი თავისუფლად შეუძლია გადაფაროს სასმელით იქვე, ბარში. მაგრამ იმდენი არ მოგივიდეთ საპირფარეშოში ბერია, ან სულაც სტალინი მოგელანდოთ.


ამ ჭაღების ქვეშ კი ვინ იცის, რამდენი "ვოსემდისიატ დევიატი გოდაა" ამბები იქნება დაფქვეული. თუმცა არა ხოლოდ ეგ





აქ ყავა რათქმაუნდა არის. მაგრამ "სტაქანში დასხმული ჩაი შაქრით" სწორედ ის თემაა რომელიც ჩემი აზრით უფრო უხდება აქაურობას - ჩაი აქაურობას




ერთი სიტყვით ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს ამიერიდან კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ადგილი გვაქვს დროის გასატარებლად. ტრაქტირი "ჩაინიკი" მდებარეობს გოგებაშვილისა და მელაძის (კამოს) კვეთაში. ჭაჭის კოშკის წინ, უკრაინული რესტორნის გვერდით (მეტი როგორ აგიხსნათ?!) მოკლედ - შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება, ტრაქტირი ჩაინიკი, გოგებაშვილის #2. 


- А чего ж сыграть-то? 
- "Мурку!

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]