Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეტიუდი N 8 სხვისი ვალენტინობა

ეტიუდი N 8 სხვისი ვალენტინობა
ვალენტინობამ ჩაიარა. საღამოს ქუჩებში ამაყად მომავალი, თაიგულმომარჯვებული, გამარჯვებული გოგონების შემხედვარე მეც გამახსენდა ამ დღესთან დაკავშირებული ფორიაქები. თუმცა სულ სხვა ისტორია. აი ის, შეყვარებულის მეგობრის ამბავი რომ ჰქვია და გამეღიმა. ზოგადად ყოველთვის ძალიან ძნელია შეყვარებულთა მეგობრების ხვედრი, როცა პირველი პაემანი აქვს და ერიდება მარტო წასვლა. გოგოს დაქალი მოყავს, ბიჭს ძმაკაცი. დადიან მერე ასე... შუაში წყვილი, აქეთ-იქით შემაგულიანებლები. შეყვარებულებს ერმანეთის ერიდებათ, მეგბრებს მათი "გამოუვალი მდგომარეობის" და ეჰ, პატარები. ვყოფილვარ წლების წინ შემგულიანებლის როლში და მახსოვს. კარგად მახსოვს ეს უხერხული განცდა როცა აშკარად ზედმეტი ხარ, არანაირად არ უნცა იყო ამ სცენაში. მაგრამ არ გიშვებს და ვერც ტოვებ - ძმაკაცია თან ისეთი პატარები ხართ რომ...
- ე ბიჯო დაელაპარაკე
- რა დაველაპარაკო
- რამე, კომპლიმენტი 
- რაის კომპლიმენტი
- ე ბიჯო... ბატიბუტი შესთავაზე მაინც
- მივეცი უკვე
- ანეგდოტი მოყევი
- მერამდენედ
- ე ბიჯო სხვა მოყევი
- არ მახსენდება...
- კაი, გავედი მაშინ...
- სად გადიხარ? მტოვებ?
- ე ბიჯო, ტუალეტში გავალ... მოვკვდი ამ პოპკორნის ჭამით
- მალე მოდი 
- არიქა ახლა... გამიკონტროლე
ეს ამბავი მაშინ კარგად დასრულდა. გარკვეული დრო გვრიტები ერთად იყვნენ. მე კი გამოცდილება დავაგრვე და მას შემდეგ აღარ გავყოლილვარ პაემანზე არავის 
.... ეჰ. მახსოვს :) რა დრო გავიდა. ახლა ამას უკვე სხვები გადიან

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]