Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დათოვლილი ბათუმი (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი (ფოტო)

ამჟამინდელი მონაცემებით ბათუმში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. მიუხედავად იმისა რომ თოვლს ძალუძს ნებისმიერი ასაკის ადამიანი რამდენიმე ხნით მაინც დააბრუნოს ბავშვობაში. (რაზედაც შემდეგ აუცილებლად დავწერ) გვარიანი პრობლემების შექმნაც შეუძლია. თოვლი დასავლეთში საკმაოდ "სველი და მძიმე" რამაა. ამასთანავე საკმაოდ მძიმედ ასატანია სუბტროპიკული და ტროპიკული ჯიშის მარადმწვანე ნარგავებისთვის. ამიტომაც ბულვარის ადმინისტრაციის მეოხებით ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა, რომელმაც გამოხატეს დახმარებისთვის მზადყოფა, საკმაოდ ბევრი ხე იხსნა თოვლის მძიმე მარწუხებისაგან. თუმცა სამწუხაროდ ყველა ვერ. ძლიერი თოვისა და მოხალისეთა სიმცირის გამო ბევრი პრობლემა მოუგვარებელი რჩება. ასევე მოუგვარებელია გზების და სავალი ბილიკების გაწმენდის თემა. მიუხედავად იმისა რომ ტექნიკა მუშაობს, მათი ძალისხმევა სამწუხაროდ საკმარისი მაინც არ არის.


გუშინ, ბულვარის ადმინისტრაციასთან ერთად, გვიან ღამემდე ვმუშაობდით ბულვარში. მოხალისეთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო. თუმცა ვინც მოვიდა მადლობის ღირსია. ავად თუ კარგად მაქსიმუმი გავაკეთეთ იმ ღამით.

დღეს უკვე ჩინოსანთა მთელი ამალა კამერების თანხლებით გამოეფინა ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამალებით რეკდნენ ხეებს. თან რატომღაც ბულვარის გადაჯიშების მოწინააღმდეგეებს ეძებდნენ, ესაო და ჩვენ აგერ ვშრომობთ და ისინი სად არიანო. ნუ, კამერის  შუქ ქვეშ ყველა გმირია. თუმცა ეგეც კარგია. სამომავლოდ გავითვალისწინებთ. ისევ ძლიერი თოვაა მოსალოდნელი და ამაღამდელი გასვლის დაანონსებისას ვიტყვით რომ კამერებიც, ვიზიებიც და მედიებიც გააშუქებენ ხის ბერტყვის პროცესს. თურმე ეს მუშაობს და რატომაც არა. მთავარია საქმე გააკეთონ და თუ გინდ ღია ეთერში, ორკესტრის თანხლებით.

ახლა კი დათოვლილი ბათუმის ფოტოებს შემოგთავაზებთ განტვირთვისთვის. სხვათა შორის ასეთი დიდი თოვლი 1986 წლის შემდეგ არ ყოფილა (მგონი)




















No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]