დღეს ერთ ძველ ნაცნობს შევხვდი. ხდება ხოლმე ადამიანები რომ ქრებიან თვალსაწიერიდან და მერე ისევ ჩნდებიან. დიდად არც არასდროს გვიმეგობრია. მაგრამ მაინც გამიხარდა, მასაც გავუხარდი. ლუდზე დამპატიჟა, მივიღე მიწვევა. გავიხსენეთ ძველი, ახალიც მოვყევით და - აი რაც არ მიყვარს და ვცდილობ ყოველთვის მინიმუმზე დავიყვანო ამ საკითხზე ვინმესთან დებატი და კამათი - პოლიტიკაა. აღმოჩნდა რომ მოსკოვური ვოიაჟებით მოხიბლული დაბრუნებულა ჩემი ძველი ნაცნობი და ახლა ყველანაირად სცდილობდა გაეღვივებინა ჩემში "მოძმე და ერთმორწმუნე" ქვეყნისადმი სიყვარული.
ძალზედ მაოცებს და უფრო ხშირად მაცოფებს რიგი ადამიანების მონური და ვაჭრული სიყვარული იმ რაღაცისადმი რასაც "დიდი რუსეთი" ჰქვია. განსაკუთრებით ისტორიული საკვანძო საკითხების "სოვეტსკოე შამპანსკოეს" ფერებში დანახვის მცდელობა მცელავს.
ბევრი არ მიკამათია, უბრალოდ ჩემი გადავიხადე და წამოვედი
ადრე ვამბობდი რომ თევზის მსგავსი, სამ წამიანი ისტორიული მეხსიერება გვაქვსთქო
ამ ბოლო დროს ხშირად ვრწმუნდები რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არა თევზის. არამედ *ლის მეხსიერება გააჩნიათ. მათვის რუსეთში ნახმარი "ნადია" - "ნატაშა" უფრო მეტად ღირებული, წონადი და ხელჩასაჭიდი არგუმენტია, რომელიც ჩვენს "ერთმორწმუნეობასაც" კი ანაღდებს, ვიდრე მთელი ისტორიის მანძილზე ამ ქვეყანასთან ურთიერთობით მიღებული და ჩვენგან ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გააზრებული მწარე გაკვეთილები. არც თავის დროზე გაუქმებული ავტოკეფალია ( რასაც ასე ებღაუჭებიან) არც ოკუპაცია, არც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეგობრები. არც გულაგებში ამოწყვეტილი უდანაშაულო ადამიანები, არც რეპრესიები... არა. გასაღებული მწვანილი, ნახმარი "ნატაშა" და ამ "ნატაშას" საშოში თავ ამოყოფილი ცნობიერება
და ეს კაია. რუსი კაია, კაი
p.s არ მძულს რომელიმე ერი, მძულს სიბრიყვე და სიბრმავე
პ.ს.ს მგონი ერთად ერთი უწმაწური პოსტია ჩემს ბლოგზე. იმედია ბოლო
უჩა თუ მამუკა :D
ReplyDeleteვალოდია
Delete