აპარეკა - თითქმის ყველამ იცის ეს სიმღერა. ბევრჯერ შევხვედრივართ გაზიარებულ ბმულებს სოციალურ ქსელშიც და იუთიბზეც. ბევრს შეუსრულებია და ბევრნაირადაც. ისეთებიც მინახავს ვისაც აპარეკა ხალხური სიმღერა ჰგონია.
სიმღერა არ არის ხალხური. ტექსტის ავტორი გიორგი არაბულია, მუსიკა კი ჯგუფ "მეხუთე სეზონი"ს სოლისტს - ალუდა ქეთელაურს ეკუთვნის, რომელიც სამწუხაროდ 25 წლის ასაკში, 2012 წელს გარდაიცვალა.
აპარეკას "მეხუთე სეზონი" მღეროდა. იმედია არ მიწყენენ ალუდას გულშემატკივრები, თუ ვიტყვი რომ აპარეკა ფართო საზოგადოებამ სულ სხვა ჯგუფის, უფრო სწორედ ტრიოს წყალობით გაიცნო ( ანი ჭინჭარაული, შორენა ცისკარაული, თათული მგელაძე )
ტრიო მანდილის მიერ გზად ჩაწერილი ვერტიკალური ვიდეო ძალიან მალე გასცდა ცხვარიაჭამიას. საძიებო სისტემები მას უკვე იოლად პოულობდნენ სხვადასხვა საიტებზე
მას შემდეგ ძალიან ბევრი ვერსია "დაიდო" ქართულიც, უცხოურიც. გუშინ კი კიდევ რამდენიმეს გადავაწყდი. ხოდა, მინდა ისინი თქვენც გაგიზიაროთ. ეს ერთერთი პირველი ვერსია იყო რამაც დამაინტერესა.
და აი ესეც. მგონი ყველაზე უცნაური და საყვარელი ვერსია თავისებური ხიბლით
და ბოლოს. დიდი მადლობა ალუდა ქეთელაურს. ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ასე ადრე.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!