Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ზამთრის ზღაპარი

ზამთრის ზღაპარი

ზამთარი ახლოვდება, საოცარი, საინტერესო და დაუჯერებელი ამბების დრო დგება. ის დრო, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტყუილად ხომ არ ეძახიან ზამთარს სასწაულების, საოცრებების და ზღაპრებისთვის ყველაზე უფრო ზედგამოჭრილ დროს. ხოდა აი ისიც, ჯერ არ მოსული ზამთრის პირველი, ძალიან კარგი, მხიარული, საყვარელი ლექსივით ერთ ამოსუნთქვაზე ამოსაყოლი და კეთილი ზღაპარი.

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ადრეც დამიწერია. ძალიან მომწონს ეს სივრცე, მისი დიდი-უფროსი ძმის ქომაგები იმედია არ მიწყენენ. მაგრამ მე ეს უფრო მეხალასება და მეხალისება. ეს ის ადგილია სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი უბრალო მაყურებელსა და პიესის მოქმედ გმირებს შორის. ხოდა ამ ჯერაც ზღვარი გაქრა



ინგას კორნელისენის ეს პიესა ისეთი უშუალობით, ყოვეგვარი "ზეთეატრალური" გადათამაშებით და გათამაშებით იყო მსახიობების მიერ მოთხრობილი რომ ძალაუნებურად გამიჩნდა პლედის შემოხვევის და ბუხართან კომფორტულად მოკალათების სურვილი. კი, ეს იმ ამბავთაგანია ბავშვობის დროს, ბუხრის წინ მოკალათებული ბაბუა რომ გვიყვებოდა და ჩვენც ბაბუას ჩიბუხის ბოლთან ერთად ვისრუტავდით ზამთრის ღამეში ფიფქებად აფარფატებულ ისტორიებს... ზამთრის ზღაპრებს.


დიდი მადლობა მსახიობებს და რაღა თქმა უნდა რეჟისორს. ბრიტანელ ტარეკ ისკანდერს. დამეთანხმებით თხრობაცაა და თხრობაც. ბევრი კარგი ამბავი მინახავს და მომისმენია ისე ცუდად მოთხრობილი რომ... აქ კი სრული ბონუსია. კარგი ამბავი + კარგი თხრობა და არანაირი ზედნადები გადათამაშებები. ასე უხვად, სქელ ფენად რომ ადევს ხოლმე ზოგიერთ სპექტაკლს.


მსუბუქი, თამაშში თამაშითვე მოთხრობილი ამბავი, რომლის თანამონაწილეც იქვე მსხდომი მაყურებელიც ხდებოდა ძალიან კარგი და ლაღი გამოდგა.


ხო, მაყურებელი თანამონაწილე ხდებოდა მეთქი რომ ვსთქვი - სულაც არ მიხუმრია. ერთი პატარა ბიჭუნა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა "თოფის" ხმის ეშინოდა, თითქმის მთელი სპექტაკლის მანძილზე არ იშურებდა კომენტარებს ამ ავად სახსენებელი "თოფის" გამოჩენისას. კი. ფატიურად ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი გახდა. აბა რა გეგონათ - ზღაპრებში ასეთებიც ხდება.


ხოდა ჩემო მეგობარო. თუ ბათუმში ხარ, ზამთარი გხიბლავს და ზღაპარი გიყვარს - მაშინ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა შენს განკარგულებაშია. ჯერ არ მოსული ზამთრის პირველი ზღაპარი უკვე რეალობად იქცა ჩვენთვის. ახლა შენი დროა
















No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]