ბათუმობა დასრულდა. ფერადი ქოლგებით, ფრანებით, შეღებილი ქვაფენილით და მებო ნუცუბიძის ნამღერით გამოწვეული ეიფორია მინელდა. დღეს უკვე შეიძლება მოგონებებთან ერთად თაროზე ფაქტებიც შემოვაწყოთ და გადავხედოთ. როგორი იყო ბათუმობა 2015.
რომ გითხრათ რაიმე გრანდიოზულს ველოდითქო - მოგატყუებთ. უბრალოდ რამდენიმე წელია რაც "მოდიდან გადასული" გრანდიოზულობა და პომპეზურობა "ცოტ-ცოტამ და ბევრ-ბევრმა" ჩაანაცვლა. რაც არც თუ ისე ცუდი რამაა, მაგრამ თუ ერთი კონკრეტული ღონისძიების გაპიარება გაცილებით უფრო იოლია, ბევრ, ხშირ და გაფანტულ ღონისძიებებს იგივე ბედი სამწუხაროდ არ სწყალობს.
ბათუმში წელს სეზონის შუა რიცხვებიდან დაიწყო ჰიტბათუმი - მოვლენა, რომელმაც თავის თავში გააერთიანა ლამის ყველაფერი რაც კი ბათუმში ზაფხულის განმავლობაში მომხდარა. ანუ აქ ყოველ დღე რაღაც ხდებ(ოდ)ა. თავიდან ხალხი კითხულობდა რა ხდებოდა, სად და როგორ. თუმცა მალე მოსწყინდათ კითხვა და ძიება, მიხვდნენ რომ გასეირნებისას მაინც გადააწყდებოდნენ რაიმეს და ასე გააგრძელეს. სეირნობა. ნაკლებად ინტერესდებოდნენ აფიშებით, ტვ-რადიო რეკლამებით, ფლაერებით და ჰეშთეგებით, მაინც ხდებოდა რაღაც.
ხო და მაინც მოხდა რაღაც და ამ რაღაცაში და სადღაც ძალიან კარგი და საინტერესო რაღაც-ვიღაცეებიც ჩაიკარგა-დაიკარგა. ისე რომ მაყურებელს და მსმენელს არც კი სმენია მათ შესახებ.
დაახლოებით ასეთი რამ მოხდა ბათუმობაზეც. ჰიტბათუმს გადაყოლილებს ცოტათი გადაავიწყდათ რომ ეს დღესასწაულიც გასაკეთებელი იყო. იქ დაიგვიანეს, იქ ტენდერმა ვერ გაამართლა ბოლომდე, იქ ის არ გამოვიდა, აქ ეს და სავარაუდოდ ეს გახდა იმის მიზეზი რომ ბათუმობას "მიაბეს" კიდევ ერთი ფესტივალი, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დააანონსა. ფესტივალი "განდაგანა" აჭარის რეგიონის ეკოტურებისთვის და ზოგადად ტურისტებისთვის საინტერესო ექსპოზიციებით უნდა ყოფილიყო დატვირთული. უნდა წარმოეჩინა აჭარის ტურისტული პოტენციალი, ეთნოსი, ფოლკლორი, სამზარეულო, ხუროთმოძღვრება...
და რა შუაშია ეს ყველაფერი ბათუმობასთანო იკითხავთ თქვენ. მართალიც იქნებით. არც არაფერში.
თავად იდეა "განდაგანის" მშვენიერია. მაგრამ მისი ბათუმობაზე, ისედაც თვითმყოფად და თვითსაკმარ დღესასწაულზე დიდი შეცდომა იყო. ამ "შერწყმამ" ბათუმობის, ქალაქობის დღესასწაულის თემა მთის, "სოფლის ნობათის", ფოლკლორის და ფერმერის თემით გადაფარა. ყოველ შემთხვევაში ევროპის მოედანზე მოხვედრილ ადამიანს თავი "მრეწველთა კლუბში" უფრო ეგონებოდა ვინემ ბათუმობაზე.
სიტუაცია მეტ-ნაკლებად ამოქაჩა დუმბაძის ქუჩის ინსტალაციებმა და გაფორმებამ. მეტ წილად მას უნდა ვუმადლოდეთ იმას რომ წელს ბათუმობამ ქალაქის დღესასწაულის იერსახე შეინარჩუნა. ამ მოვლენის ფოტომასალას წინა პოსტებში უხვად იხილავთ. სადაც "განდაგანას" ფესტივალის რამდენიმე კადრიცაა მოხვედრილი. ეს ფესტივალი შეგნებულად არ გადავიღე სრულად, რადგან სულ სხვა დღესასწაულის გაშუქებდა მსურდა.
იყო კონცერტებიც როგორც ერას მოედანზე, ასევე კულტურის ცენტრში. მაგრამ "ყოველ დღე რაღაც ხდება"თი გაბრულებულება და ბათუმობის არასათანადოდ გაშუქებით ნაკლებად ინფორმირებულმა მოსახლეობამ არც კი იცოდა რომ კულტურის ცენტრში ანიტა რაჭველიშვილი ელოდა
ეს ის ამბავია, როცა ღონისძიებათა სიმრავლე მათ ხარისხიან ჯამზე არ მეტყველებს.
ამას ბათუმობის დღესასწაულის გახსნაზე ზესტუმართმასპინძლობის უნარის გამოვლენის აპოგეას - დამსწრე საზოგადოებისადმი რუსულ ენოვან მიმართვას და ხიდების გადების მცდელობას დავუმატებთ (თარჯიმნის არსებობა და ფუნქცია რატო გამორიცხეს ვერ გავიგე) საკმაოდ სახალისო სურათი წარმოგვიდგება.
დღესასწაული, რომელიც ერთი ქუჩის ხარჯზე გავიდა ფონს. ყავა კარგი, არომატული სასმელია და მისი კაიმაღთან არევა, ულუფის გაბევრების სურვილის გამო დიდად გამართლებული იდეა ნამდვილად არ არის.
მთლიანად ნეგატიური რომ არ გამოვიდეს ჩემი დღევანდელი პოსტი, სხვა პლიუსებსა და სიკეთეებზე წინა ორი პოსტიც საკმაოდ მრავალ სასიამოვნო მოგონებებს ინახავს. ასე რომ ქატოც იქა და ფქვილი აქა. იმედია მომავალ ბათუმობაზე ქალაქი უფრო კარგად იქნება წარმოდგენილი ვიდრე იყო.

წინ კიდევ ზაფხულის შემაჯამებელი პოსტი გველის ;)
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!