Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმობის ბათუმური ღამე

ბათუმობის ბათუმური ღამე

როგოგრც შეგპირდით ბათუმობის ღამის ფოტო რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ბათუმობის, როგორც დღესასწაულის ეპიცენტრი წელს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ) არა რომელიმე დიდი და ხალხმრავალი მოედანი, არამედ ერთი პარატა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქუჩა გახდა რომელიც ამ დღეებში სწორედ ისე გამოიყურება როგორიც წესით უნდა იყოს ლამის ყოველ დღე. მაგრამ ამ თემაზე (და არა მხოლოდ) შემდეგ. მანამდე კი ბათუმური ღამე.



ეჰ. რომ იცოდე მკითხველო რამდენი რამ შეუძლია ამ პატარა ქუჩას. რამოდენა პოტენციალი და შანსი აქვს მას გახდეს ბათუმის "ძველი არბატი" ან "მონმარტი". მაგრამ ეს მაშინ. როცა ზემდგომი მიხვდება რომ სწორი გადაწყვეტილება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ჯიპის მიყუდება სასტუმროს წინ


გადანათებულ "დუმბაძეს" არც ღამით აკლდა მნახველი და შემფასებელი. დიზაინერების დეფილესაც კი უმასპინძლა და საკმაოდ წარმატებითაც.



მოკლედ რომ ვსთვქა დუმბაძის ქუჩას გაცილებით მეტი მნახველი ჰყავდა ვიდრე ანბანის კოშკთან მიმდინარე კონცერტს მსმენელი.  

ქავერები, ქავერები, ქავერები გზად და ხიდად.
კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ნელინელ იმედია მოგვარდება. მომენატრა ჯგუფის მიერ შესრულებული საკუთარი სიმღერა ( ხარისხზე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ). ქავერი შეიძლება იყოს საინტერესო კლუბში ან რესტორანში და არა "დიდ" სცენაზე... კარგი, ერთი ორი ... მაგრამ ამდენი... მაგრამ ჩავთვალოთ რომ ქავერ კონცერტი იყო და გაპრავდება. არადა მართლა შეუძლიათ საკუთარი სიმღერების მღერა, თან კარგად.



არც პატარა მსმენელს მოეწონა ქავერების სიმრავლე


თუმცა მოვიდა "ნემო" და ამოყვინთა ქავერთა ზღვიდან. მგონი ერთად-ერთი ჯგუფი იყო რომელმაც საკუთარი სიმღერები შეასრულა რის გამოც დიდი პლიუსი მას.


შემდეგ კი მოვიდა მებო ნუცუბიძე და დაიწყო სულ სხვა რამ რასაც BearFox ი ჰქვია


კი, აქაც იყო ქავერები, მაგრამ (არ მიწყენენ სხვებითუ ვიტყვი რომ) სულ სხვაგვარი შესრულებით. თუმცა რატომ მხოლოდ ქავერები. აქ ყველაფერი იყო რაც გსურდა რომ მოგესმინა. ტემბრი, ხმა და მანერა სწორედ ისეთი იყო როგორიც შეეფერებოდა შავი, ნახევრად ტკბილი ღვინის მეგობრებთან ერთად დაგემოვნების საკმაოდ სასიამოვნო პროცესს. ( კი, ღვინოც გემრიელი იყო) 


ერთი სიტყვით. ბათუმობის ბათუმური საღამო მებო ნუცუბიძის ტკბილჟღერადი ხმით და ნახევრადტკბილი ღვინით დასრულდა. საამო იყო ერთიც და მეორეც. ხოდა კიდევ ერთხელ მინდა ვსთქვა - ბათუმობას გილოცავ ბათუმო 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]