Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Гоп стоп, мы подошли из-за угла დიდი მარჯანჯობა ბათუმში

Гоп стоп, мы подошли из-за угла  დიდი მარჯანჯობა ბათუმში

Гоп стоп, мы подошли из-за угла სთქვა მიშამ და ბათუმის კორტებზე გულშემატკივართა არც თუ მცირერიცხოვანი ამალა შეკრიბა. კონცერტის დაანონსებისთანავე უმეტესობას პროტესტის გრძობა გაგვიჩნდა. იმ მომღერლების შენმდეგ, ვინც ბათუმს ამ ბოლო 9 წლის მანძილზე სტუმრობდნენ შანსონის და "ბლატნოი" სიმღერების რუსი მომღერლის ჩამოსვლა ლეპსის შემდეგ კიდევ ერთ სილად აღვიქვით ჩვენს გემოვნებიან სახეში. მარჯანჯა და აქ ?! სტინგის, ბოჩელის, კრის დე ბურგის და ჯაზ სტარების შემდეგ?! მაგრამ თურმე არა მხოლოდ ჯაზითა...

თანაც ვითომ და რუსეთი არაო, კოჭიც შემოაგორეს დევნილ, რეპრესირებულ და ჩაგრულ, ემიგრაციაში გადახვეწილ ებრაელზე.

წლების წინ, როცა მე ჯერ კიდევ ბალღი ვიყავი და თითებზე ჩამისათვლელი ბარებიდან ერთ-ერთში მიმტანად ვმუშაობდი. ბარში სულ სამი კასეტა და 7 ფირფიტა იყო. რა თქმა უნდა ფირფიტებზე უფრო მოთხოვნადი (კლიენტებიდან) კასეტაზე ჩაწერილი შანსონი და რუსული ესტრადა იყო. აქედან ლომის წილი კი შუფუტინსკის "ბლატნოი" ისტორიებზე მოდიოდა, რომელსაც დიდი სიამოვნებით უსმენდა იმ დროინდელი, ყველაზე მსუყე გადამხდელი  "ტამოჟნიკი", "ნეფტიანიკი", "მარიაკი" და "ბიზნესმენი". ხოდა სწორედ აი ამ მსუყე გადამხდელების წყალობით კასეტის ფირი გაცრეცამდე იყო დასული. მეხსიერებამ კი ძალაუნებურად შემოინახა ათასგზის გაგონილი სიმრერების ტექსტები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ხუმრობა-ხუმრობაში ისე ლამაზად დალაგდნენ რომ გაკვირვებული დავრჩი.

შემდეგ კი გავიდა დიდი დრო. სიმღერების დამკვეთი შეიცვალა. უფრო სწორედ ის ფენა სადღაც მიიმალა. წინა პლანზე წამოვიდნენ მეამბოხე, თანამედროვე, პროგრესული და მოდური მიმდინარეობის თაყვანისმცემლები და ჩვენც ვიწამეთ რომ ყველა უსმენს ჯაზს, როკს, კლუბურ მუსიკას და ერთი ცნობილი ანეგდოტისა არ იყოს სამოთხეშიც მხოლოდ ჩვენ ვართ.

ვაპროტესტეთ, ვგესლეთ, დავცინეთ. ერთ მშვენიერ დღეს კი მოვიდა ჩემი ასაკოვანი თანამშრომელი და მკითხა ბილეთები სად შეიძლება ვიყიდოვო. რად გინდა მეთქი ვკითხე გაღიმებულმა, მეგონა მეხუმრებოდა. მაგრამ... ისეთი კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ ადამიანის სიმღერებთან, ისეთი რომ არ წავიდე არ შეიძლებაო. თან ეს ისეთი პიროვნებაა, დიდად რომ არ აწყდება საკონცერტო დარბაზებს. დავდუმდი. რა უნდა მეთქვა? ის რომ ეს მდარე ხარისხის რუსული ესტრადაა და ამაზე წასვლა ბანძობაა?! ვეტყოდი მაგრამ ამით ვერაფერს შევცლიდი. უყვარს, მოსწონს, აგონდება, სურს და სულაც არ თვლის რომ ეს მდარეა. მისთვის მობი, ბონო და რამშტაინი უფრო მიუღებელია ვიდრე ეს.

კონცერტი შედგა, ხალხიც იყო. იყვნენ ისინი ვისაც უნდოდა, იყვნენ ისინიც ვინც სპეციალურად ჩამოვიდა, იყვნენ ისინიც ვინც ვითომდა საქილიკოდ ეწვივნენ მაგრამ არა ნაკლებ გაერთნენ. 

ჩვენ უბრალოდ გვიჭირს აღიარება რომ შეიძლება ვუსმენდეთ სხვა მუსიკას, რომელიც სხვისთვის შეიძლება იყოს მდაბიო, მიუღებელი და უგემოვნო. მაგრამ იმ ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და სასურველი.  პრინციპში დღევანდელი ბათუმის ბულვარი ამის იდეალური განსახიერებაა. ის ერთგვარი მუზეუმია ყველანაირი გემოვნების და საკმაოდ კარგი ინდიკატორი იმისა თუ რომელ მუსიკას ანიჭებენ უპირატესობას დღეს, აქ. მერწმუნეთ 90-იანებში ვართ ისევ და მანდ ვიქნებით კიდევ კარგა ხნის მანძილზე, თუ გინდ რუსული ახალი, ზე ახალი სიმღერები აჟღერონ ბარებში და რესტორნებში. მაინც ის ყალიბია რაც 90-იანებში იყო. ხარობენ ისევ "ტამოჟნიკები", "ნევტიანიკები", ძველი "მარიაკები" და ძველი ბიზნესმენები. რომლებიც არ შუფუტინსკის არ ყოფნაში აკლებენ თავიანთ ხრინწიან ნამღერს კარაოკეზე აჟღერებულ ბლატნოი სიმღერებს. და ეს სიკეტე კიდევ უფრო ბლომად გვექნება ჩვენი ერთმორწმუნე ძმებთან ჩახუტების გრძელვადიან ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ.

სიმართლე გითხრათ არც ვიცი რა უნდა გაკეთდეს.
ავკრძალოთ რესტორნებში რუსული ესტრადა ?! დღეს გინდა აუკრძალე და გინდა არა. კანონი თაროზე დევს.
არ დავუშვათ მდარე ხარისხის მომღერლების კონცერტები ?! ვინ იხდის ის უსმენს - ბიზნესია, მოგწონს მიდიხარ, არ მოგწონს არა. მთავარია ეს სახელმწიფო დონეზე არ წყდებოდეს დადებითად.
შევეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანთ ანალოგიური ღონისძიების პრომოუშენი?! ქილიკიც, დაცინვაც და ანტი პიარიც მშვენიერი პიარია. სკანდალური რეპორტაჟები კი სასურველი საკბილო. 
ხო და ... არ ვიცი 
ფაქტი კი ფაქტად რჩება. სანამ ჩვენ მაღალ მატერიებზე ვბჭობთ

Гоп стоп, мы подошли из-за угла 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]