Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმის შეჭმული ტროტუარები #2

ბათუმის შეჭმული ტროტუარები #2

თითქმის ყოველ დღე მიწევს ამ გზის გავლა. ყოველ ჯერზე ვაწყდები ერთსა და იმავე პრობლემას რომელიც ვერა და ვერ მოგვარდა. გასაგებია რომ ზაფხულში ქალაქში მოძრაობა ჭირს. მაგრამ არსებობს მოძრაობის განტვირთვის ძალიან ადვილი და უებარი საშუალება. არ დააყენო ავტო იქ, სადაც არ არის მისი გაჩერების ადგილი. არ დადგა ჯიხური იქ სადაც არ არის მისი ადგილი. არ იარო იქ სადაც არ არის სავალი ნაწილი და მთავარი. აკონტროლო ეს ყველაფერი - აკონტროლოს იმ ორგანომ, რომლის უშუალო და პირდაპირი ვალდებულებაა ამ ჩამონათვალის კონტროლი.




ისეთი სახის დამოკიდებულება პრობლემისადმი როგორიცაა " დაიკიდე", " რას იზამ, ასეთები ვართ"," ახლა აღმოაჩინე?!" და კიდე ათასი ამდაგვარი უკაცრავად და იდიოტიზმია.


სწორედ იმიტომ რომ ახალი არ არის და გამოსასწორებელია. სწორედ იმიტომ რომ ეს ასე არ უნდა იყოს და სწორედ იმიტომ რომ მინდა (და იმედია გვინდა) უკეთესი - უნდა ვისაუბროთ, ვესაუბროთ, მივანიშნოთ და შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ ეს პრობლემა.
 

ქალაქში ჭირს მოძრაობა. სამწუხაროდ ავტომობილის სახლში დატოვება ბევრისთვის ჩინ-მედლების ჩამორთმევის ტოლფასი გახდა. თან ეს იმ ქალაქში, რომლის ერთი ბოლოდან მეორეში მისვლა ფეხით მაქსიმუმ 30 წუთშია შესაძლებელი. სამაგიეროდ ყველამ იცის როგორ უნდა ჩააკვეხოს თავისი ავტო იქ, სადაც ამის ადგილი არ არის.

და აი ასე, სანამ "კაი, დაიკიდე"თი ვივლით არანაირი ცვლილები უკეთესობისკენ არ იქნება


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]