მე არ ვიცი ამ თემაზე რა უნდა დავწერო. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ განახებთ იმას რასაც მეც და თქვენც თითქმის ყოველ დღე ვხედავთ ჩვენივე ქალაქის ქუჩებში. დღის მანძილზე ჩვნნაირების ნადევნი, გაწბილებულ გაწვალებულები, ცელქი და ონავარი, ქვიშის კარიერის გენერლები. ეს ფოტო ღამის ორ საათზე, ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის სადარბაზოსთან გადავირე. წვიმას შეაფარეს თავი და ჩაეძინათ. ვინ იცის რა ესიზმრებათ ან ვინ ესიზმრებათ. იმედია მათი ბავშვური სიზმრები მათ ბავშვურ ყოფაზე უფრო ტკბილი და ფერადი იქნება. სანამ მე რამდენიმე კადრი გადავიღე, მათზე გაცილებით უფროსი გოგონა მოვიდა. ჩაძინებულები გამოაღვიძა. ისინიც უნიათოდ აყვნენ და ჯუჯღუნ-ზმორებით გასწიეს სადღაც. ღამის ლამპიონებით გადანათებული, გლამურული ქალაქის სიღრმეში.
8/31/16
ფოტო
New
ქვიშის კარიერის გენერლები
ფოტო
ქვიშის კარიერის გენერლები
Reviewed by David trapaidze
on
4:08 PM
Rating: 5

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!