მზე და კარგი ამინდი ფუფუნებად იქცა. ხოდა როდესაც ფუფუნების შანსი გვაქვს, ყოველი საათი მნიშვნელოვანია. დახუთული, უკვე მობეზრებული კედლებიდან შორს. ველო და მისი ჯანი. გადაიკიდე მხარზე ჩანთა, ფოტოკამერა და გაუყევი ველობილიკს. ამ თემაზე არაერთგზის დამიწერია. დღეს კი მინდა ის ფოტოები ავტვირთო, რომელიც ფოტოაპარატის ერთგვარი თანაშემწით - მობილუით გადავიღე. თანდათან ეს უმცროსი ძმა წარმატებით ანაცვლებს ციფრულ კამერებს. ის უფრო მოსახერხებელია მაშინ, როცა გზაში ხარ, გინდა უცებ გადაიღო, იქვე დაამუშაო და ატვირთო. მართალია რიგ ციფრულ კამერებსაც კარგახანია აქვს ეგ ფუნქცია. მაგრამ ჩემსას ჯერ არა. ხოდა ასე მოვიქცევი. ჩემი ჰუავეით "ჩაკარტოჩკებულ" ხეტიალსაც აქ დავდებ.
იმედია ამინდი მალე დასტაბილურდება. ხოდა მერე ახალი, კარგი ფოტოებიც წამოვა
ყოჩაღ ფოტოგრაფს, ყოჩაღ ჰუავეის :) :)
ReplyDeleteმადლობა ორივესგან :)
Delete