Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სიკვდილის წინ გადაღებული კადრები

სიკვდილის წინ გადაღებული კადრები

ხშირად ხდება როცა ფოტოგრაფს აპარატი უმტყუნებს. დროზე ვერ დააფიქსირებს, კადრი გაუფუჭდება, ან ფირი წაეშლება. თუმცა არის შემთხვევებიც, როცა კამერა ფოტოგრაფის სიცოცხლის ბოლო წუთების მოწმე ხდება. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ფოტო, რომელიც ავტორთა ცხოვრების ბოლო კადრად დარჩა.


ბილ ბიგარტი 

2001 წლის 11 სექტემბერს დაიღუპა. ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე სამი ფოტოკამერით გამოვიდა ფოტორეპორტაჟის გადასაღებად. 








ის სამხრეთის კოშკის ნგრევის კადრებს იღებდა, როცა მეორე კოშკმა დაიწყო ნგრევა. 4 დღის შემდეგ მისი ცხედარი კოშკის ნანგრევებქვეშ იპოვეს.




პოლ შუტცერი 

ჟურნალ LIFE -ს წამყვანი ფოტორეპორტიორი 1967 წელს სწორედ მაშინ ჩავიდა ისრაელში, როცა ეგვიპტის პრეზიდენტმა ებრაელთა "ზღვაში გადაყრის" ბრძანება გასცა. ეს ომი ისტორიაში "ხუთ დღიანი ომი"ს სახელითაა შესული.








ავტოკოლონას, რომლითაც პოლი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს. ჭურვი იმ მჯავშანტრანსპორტიორსაც მოხვდა, რომელშიც ფოტოგრაფი იჯდა. მისი ცხედარი და დამტვრეული ფოტოკამერა მეორე დღეს იპოვეს. 



იზუმი ნუგოჩი

ვულკანი ონტაკე. იაპონია. 2014 წლის 27 სექტემბერი. ეს ვულკანი ყოველთვის იზიდავდა ალპინისტებს. განსაკუთრებით მისი მარშრუტებით დამწყები ალპინისტები სარგებლობდნენ. 27 სექტემბერს, ვულკანის უეცარი ამოფრქვევის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო ფოტოგრაფი იზუმი ნუგოჩი, რომელმაც სხვებთან ერთად ბმთასვლელთა ბანაკში სცადა თავის შეფარება.


 თუმცა ამაოდ. ბანაკი ცხელი, მხუთავი გაზისა და პენზის ღრუბელმა შთანთქა. დაღუპულ ფოტოგრაფთან ერთად ნახევრად გამდნარი ფოტოკამერაც იპოვეს. მეხსიერების ჩიპი კი გადარჩა.



დიატლევის ჯგუფის საიდუმლო


უსახელო უღელტეხილზე დიატლევის ტურისტული ჯგუფის დაღუპვის ამბავი დღესაც ლეგენდად რჩება. შორეულ 1959 წლის 1-2 ტებერვალს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებზე დღემდე გრძელდება კვლევა. არსებობს რამდენიმე ვერსია. ზვავის ჩამოწოლიდან დაწყებული, საიდუმლო იარაღის გამოცდის, უცხოპლანეტელთა ცდებითა და თოვლის კაცის თავდასხმით დამთავრებული. საქმეში მათი სიკვდილის მიზეზად გადაულახავი ბუნებრივი ძალა ფიგურირებს. რას ნიშნავს ეს - დღემდე უცნობია.


ვერსია ბევრია, თუმცა საქმე დღემდე ღიად რჩება. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა საჯარო პროკურორის საქახალდეში შენახული, ამ ექსპედიციის მონაწილის მიერ გადაღებული ფოტომასალა. 



ეს კი ის ბოლო კადრია, რომელიც ტურისტებმა საბედისწერო ღამით გადაირეს. მღვრიე კადრში მანათობელი სფეროები.


ისინი საკმაოდ უჩვეულო, შემზარავ მდგომარეობაში იპოვეს. სხვადასხვა მიმართულებით გაფანტულები. ზოგს ენა და თვალები ჰქონდა ამოთხრილი. ზოგიც წელში გადატეხილი. ეს საქახალდე დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა გრიფით 'საიდუმლო" [ საინტერესო თემაა სამომავლოდ] 




2 comments:

  1. კარგი სტატიაა!! საინტერესო…

    სამწუხაროა, რომ დაიღუპნენ… :-(

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო. სამწუხაროა რო ეს ფოტოები მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]