სადალაქო. ხო, აი ეს სიტყვა უხდება ყველაზე მეტად ასეთი ტიპის დაწესებულებას. დანაშაული იქნება მას უბრალოდ "საპარიკლახერო" უწოდო. ვინილის ფირფიტებიდან აჟღერებული ჯაზი, ტყავის სავარძლებში ჩაძირული, თავის რიგს მომლოდინე ადამიანები და ძველებური სამართებლებითა და სავარხელ-მაკრატლით შეიარაღებული დალაქი.
დალაქი ნელნელა ფუსფუსებს. შენ კი გასუსულხარ ტყავის სავარძელში და გრძნობ თუ როგორ იღვრება ძველ ბურბონთან ერთად შენს ძარღვებში ვინილის ჯაზი.
ეს ერთი პატარა კუნძულია ლამბერსექსუალებისთვის. ან უბრალოდ მათთვის, ვისაც კარგ ვარცხნილობასთან ერთად დროში მოგზაურობაც სწადია.
როგორც მიხვდით ესეც რიგაში მდებარეობს. სამწუხაროდ ასეთი ტიპის დაწესებულება ჩვენთან ჯერჯერობით არავის გაუხსნია. არადა კარგია, როცა ასეთი სადალაქო გაქვს ქალაქში.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!