Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გამომყევი სამოგზაუროდ რიგის ქუჩებში journey through the streets of Riga

გამომყევი სამოგზაუროდ რიგის ქუჩებში  journey through the streets of Riga

დაცდილი მაქვს, ის რაც დაუგეგმავად ხდება, თითქმის ყოველთვის დაგეგმილზე უფრო კარგი გამოდის. სწორედ ასეთი იყო ჩემი მოულოდნელი გამგზავრება ლატვიაში. საორხელოდ ჩალაგებული ჩანთა. ფიქრი იმის თაობაზე "დამრჩა თუ არა რაიმე ჩაულაგებელი". შემდეგ კოპიტნარი, შემდეგ აეროდრომი და თვითმრინავის ფრთების ქვეშ სულ უფრო და უფრო შორს მოტოვებული ნაპირი




მუსიკა უნდა ამას


ჯერ ვილნიუსი. მესაზღვრე ქალის საკმაოდ უჩვეულო დაკითხვა. შემდეგ ტაქსისტის აღსარება და შემდეგ უკვე ავტობუსი რიგამდე. გზად გაფენილი Wifi, ტელვიზორი და ყავის აპარატი... აი აქედან დაიწყო ჩემი კომფორტის ზონა, რომელიც უკან მობრუნებამდე, ისევ ვილნიუსის აეროპორტამდე გრძელდებოდა.  აბა მოგზაურობა ყავის გარეშე ვის გაუგია... ნუ, ჩემი მოგზაურობა ყავის გარეშე ვის გაუგია, ასე უფრო სწორია


რიგამდე სამ საათ ნახევარი იყო. ავტობუსის მინის მიღმა კი სოფლები, ქალაქები, დახნულ დავარცხნილი, მოვლილ ნაპატრონები ველები და კოხტა კოტეჯებით უხვად შემკული ქუჩები. საამო საცქერია ეს ყველაფერი. გულში კი ის "ეჰ, ნეტა ჩვენთანაც..."

 ყავის წრუპვაში და გარემოს თვალიერებაში დრო ძალიან მალე გავიდა, ვერც კი შევნიშნე როდის გადავკვეთე ლიტვა- ლატვიის საზღვარი. სასტუმროში დავბანაკდი და პირველი რაც შევამოწმე ეს ფოტოკამერის ელემენტის მზაობა იყო. გაუძლებდა თუ არა რიგასთან ჩემს პირველ პაემანს.

პირველი გასვლაც ისეთი იყო... ყველარის დანახვას, შეგრძნებას, დაფიქსირებას რომ ლამობ. ძალიან რომ ცდილობ და ბოლოს ამოდენა განვლილი გზა რომ გახსენებს თავს. ამიტომაც ჩემი პირველი გასეირნებაც ცოტათი ზოგადი იყო. ემოციების გადმოცემით დიდად არ შეგაწყენთ ტავს. უბრალო ფოტოებს გამოყევით ჩემთან ერთად რიგის ქუჩებში რიგად მდგარი სახლებისკენ


ყურსასმენები, ფოტოაპარატი და უცხო ქალაქი. თუ ჩემსავით გიყვართ ხეტიალი და მითუმეტეს თუ მშვილდოსანი ხართ, უცხო ქალაქის უცხო ქუჩები არც თქვენთვის  იქნება დეზორიენტაციის საფრთხის მატარებელი. მოვმართე რადიო უცხო ქალაქის ნაცნობ ტალღებზე და დაიწყო მოგზაურობა



ამ ქუჩებში არაერთი ფილმი გადაღებულა. არაერთი სასიყვარულო სცენა გათამაშებულა როგორც კამერის წინ, ასევე ცხოვრებაში. ამ ხიდის მოაჯირზე გამობმული ბოქლომები კი იმ დადებული სასიყვარულო ფიცის და ახდენილი ოცნების უტყუარი დასტურია. უტყუარი იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შემდგარი წყვილიდან ერთერთი მოდის და თავის ბოქლომსაც და დარდსაც მდინარის ფსკერზე მოისვრის ხოლმე. ასე რომ რაც ფოტოზეა, სავსებით სავარაუდოდ შემდგარი ისტორიაა.






ძველი რიგა მოკირწლული ქუჩებითაა დაქსაქსული. ზოგან კოხტა და ზოგან მეჩხერი ქვაფენილი ათწლეულების მანძილზე გადაგლესილ, ჩაკირული ქვები მრავალი თაობის სევდა სიხარულს უძლებდა. სხვათაშორის არც არავისგან გამიგონია წუწუნი "მანქანა გმიფუჭა, ავყაროთ"-ო. მგონი ეს მხოლოდ ჩვენი ხვედრია.



ეს კი "შავთავიანების" სახლია. ასე უწოდებდნენ ერთერთი გილდიის წევრებს, რომლებიც წმინდა გიორგის ორდენის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულნი. სადაც როგორც წესი უცხო ქვეყნის უცოლო ახალგაზრდა ვაჭრებს ღებულობდნენ. მეცამეტე საუკუნის მიწურულიდან გილდია ძალას იკრებს და ერთერთი მსხვილი, ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. შავთავიანებს კი მათი ჩაცმულობის გამო უწოდებდნენ, მუქი ფერის სამოსი, შავი ქუდი და დაშნა მათი განუყოფელი ატრიბუტი იყო.



აქ ისტორია ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ყოველ სახლს, ქუჩას და მოსახვევს თავისი აქვს მოსათხრობი. აქ უყვართ ისტროია და ქალაქი. უყვართ და ესეც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა


ველოსიპედი აქ გადადგილების ერთერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ამ თემას შემდეგ ისევ დავუბრუნდები. მანამდე კი აი ეს ბარი მინდა განახოთ. მშვენიერი გამოგონებაა, სვამ, ერთობი, თან მოგზაურობ ქალაქის ქუჩებში. ვერასდროს ვერ ვნახე თავისუფალი სკამი თორემ დიდი სიამოვნებით გავყვებოდი მეც


პური... ეჰ.. ამაზე აბა რა უნდა დავწერო... ეგ უნდა იგემოთ



დღე მიიწურა. მიიწურა ჩემი ენერგიაც, რის შესახებაც ფეხებმა ჩემმა ეგზომ სუსტი ბზუილით მაცნეს. მოკლედ, დრო იყო რაიმე მყუდრო ადგილი მეძებნა... მყუდრო და კომფორტული კი აქ ლამის ყოველ ქუჩაზე ბარე 3 ბარი, კაფე ან პაბია რაზეც ასევე შემდეგ მივუბრუნდები. დღე პირველს კი უბრალოდ ჭაშნიკის დონეზე დავტოვებ.


სასტუროში კოხტა ოთახი მელოდა. საწერი მაიდაც ისეთი იყო, გინდა თუ არა რაღაცის წერას დაგაწყებინებდა. ხოდა მეც დავყევი ინტერიერის მოთხოვნას. მომავალი დღის გეგმის აწყობა დავიწყე. პირველი დღე კი პირველი იყო. წინ მთელი ღამე მელოდა განვლილის "გადასახარშად".


თქვენ კი კიდევ რამდენიმე პოსტი გელოდებათ წინ


8 comments:

  1. რა ლამაზი ქალაქი ყოფილა :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მოვლილი, სუფთა და კოხტა :)

      Delete
  2. სამწუხაროდ ეგეთი მოვლილი ქალაქიც არაა როგორც აღწერე, ნახევარი წელიწადი ვიცხოვრე და 5 თითივით ვიცი რიგა პოზიტიური და უტაქტო ხალხის ქვეყანა

    ReplyDelete
    Replies
    1. ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, სადაც მე ხუთი დღე ვცხოვრობდი. მოვლილი და მოწესრიგებლი იყო. ტაქტს რაც შეეხება, აქაც არ ყოფილა იაღლიში :) რათქმაუნდა ყველას საკუთარი გამოცდილება და შეხედულება აქვს.

      Delete
  3. "სოფლები, ქალაქები, დახნულ დავარცხნილი, მოვლილ ნაპატრონები ველები" "გადაგლესილ, ჩაკირული ქვები" მომწონს თქვენი წერის სტილი. :)

    ReplyDelete
    Replies
    1. გაიხარე ;) მომწონს რომ მოგწონთ ;)

      Delete
  4. მე მეოთხე წელია რიგაში ვარ და ერთერთი ყველაზე სუფთა ქალაქია სადაც კი ვყოფილვარ ))

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ეგ შეგრძნება მქონდა :) კარგია მანდ რომ ხარ ;)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]