Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბულდოზერი შეიქმს სიყვარულს

ბულდოზერი შეიქმს სიყვარულს
ამური მითოლოგიური არსებაა რომელიც ისრის წყალობით იწვევს ადამიანში ისეთი გრძნობის მოჭარბებას როგორიც სიყვარულია. თუმცა ეს სხვა ქვეყნის მითოლოგიაა. ჩვენ ჩვენი სიმბოლო გვყავს, ახალი, თანამედროვე, თან არა ერთი ადამიანის არამედ ხალხში უზომო სიყვარულის გამომწვევი. საკმარისია მისი გამოჩენა და სიყვარული ჩქებს შეშფოთების შრეებში. საინტერესო ფენომენია და მას ბულდოზერი ქვია.

ბათუმში არაერთი დიდი ისტორიის მქონე შენობა დაანგრიეს, ზოგსაც მოეხმარეს დანგრევაში. ზოგიც თავისით დაინგრა. თუმცა ამ ისტორიაში საკვანძო მომენტი მაინც ის სიყვარულია რომელიც ბულდოზერის გამოჩენისთანავე ჩნდება. ეს იმ ფეერვერკს გავს მერიამ რომ აკრძალა მაგრამ ღამღამობით ფანჯარაში გადმომდგარი გაღვიძებული სამეზობლოს სინქრონული გინების ფონზე მაინც რომ ანათებს ბათუმის ცას. აი ასე, უცებ ჩნდება

მანამდე რა ხდება? არც არაფერი.

  • სანამ ბულდოზერი არ მიადგა იცოდით ვინმემ სასტუმრო ბელ-ვიუს არსებობა და მისი არქიტქტურული მნიშვნელობა. შესაძლოა იცოდით მაგრამ გიყვარდათ ასე?!
  • სანამ ბულდოზერი არ მიადგა და მეჩეთის არსებობის საფრთხე არ გაცხადდა, ბათუმის განთავისუფლებისთვის თავშეწირული ჯარისკაცების საფლავზე ათი წელი იდგა წარწერა "აქ დაიდგმება ძეგლი"
  • ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ თურქულ აბანოს სახლი გადააშენეს... ?!
  • სასტუმრო ლონდონი წლების მანძილზე ინგრეოდა და ლპებოდა. მიადგა ბულდოზერი, დაანგრია და ვინანეთ.
  • ფოსტის შენობა ალბათ ერთადერთია რომლის გადარჩენისთვის თავიდანვე ვიბრძოდით - თუმცა უშედეგოდ
  • არავის ახსოვდა კაფე ფანტაზიაც, უფრო სწორედ კი გვახსოვდა. გვახსოვდა რომ არსებობდა ოდესღაც, სადაც გემრიელი ნაყინი იყიდებოდა... ოდესღაც. თუმცა ნაყინზე მეტად ის საპირფარეშოსთან ასოცირდებოდა ბოლო თორმეტი წელია... ასოცირდებოდა კი არა მის ფუნქციასაც წარმატებით ასრულებდა. მაგრამ ბულდოზერმა აქაც მოახერხა სასწაულის მოხდენა... მიადგა და შეგვაყვარა. ყველას გაგავახსენდა ტრადიცია, ნაყინი, ფერადი ბავშვობა. ხმალს ვლესავთ და ჯაჭვის პერანგს ვაქსოვთ სოციალურ ქსელში.


კი, ეს ყველაფერი კარგია. მშვენიერია გადაწყვეტილება კაფე ფანტაზიის შენარჩუნების თაობაზე, დარწმუნებული ვარ არაერთი კრეატიული პერფორმანსის მონაწილე და მომსწრენი ვიქნებით. დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბულდოზერის ეპოპეის ბოლო გამონათება იქნება და აქ დასრულდება "ნათელი მომავლის იმედით ძველის ნგრევა"

მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამეშია... აი ამ სიყვარულის გამოცოცხლებაში ბულდოზერი რომ გვჭირდება - აი ამაში. წლებია ეს შენობანაგებობები ჩვენს ქალაქში უფუნქციოდ ლპებიან და კვდებიან.

ძალიან მაინტერესებს როდის შეგვიყვარდება ერთ დროს ბათუმის სიმბოლოდ აღიარებული პალმის რტომომარჯვებული დელფინი, რომელიც იმდენჯერ გადაიტან-გადმოიტანეს რომ თავად მასაც არ ახსოვს სად არის და რატომ უკავია პალმის რტოს ნაცვლად ჯოხი... ალბათ მაშინ გაგვახსენდება როცა ბულდოზერი მიადგება, მანამდე ნაკლებად ეპატაჟურიცაა

ბულდოზერისტებს კი - როგორ არ მოსწყინდათ ეს მარაზმი. სანამდე უნდა მივიდეს მადა.

3 comments:

  1. როგორ მეცნო საკუთარი თავი ამ პოსტში და შემრცხვა :(

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ჩვენი ამბავია ეგ

      Delete
    2. განსაკუთრებით 1-4 პუნქტები მეცნო :( პრინციპში რაღა დარჩა

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]