შემოდგომის წვიმიანი საღამო იყო, კარგად მახსოვს - პრეს-კაფეში ვიჯექი და ათასგვარი სულელური სათაურით დასათაურებულ "ფოლდერებში" მიმოკარგულ ფოტოებს ვათვალიერებდი. მინდოდა დამეხარისხებია. ბლოგზე მათი ატვირთვა... დამეზარა. მაინც სხვა ფორმატი იყო... ხოდა სად იყო და სად არა... tumblr- ი გამომეცხადა. მას შემდეგ ვმეგობრობთ. აქ ძირითადად ტელეფონით ან ფოტოაპარატით გადაღებულ ფოტოებს ვტვირთავ. სასურველი, შესანახად გადადებული სურათების სხვენს უფრო ჰგავს ვიდრე რეალურად აქტიურ ბლოგს. თუმცა რაც არის არის... და იმას რაც არის დღეს 4 წელი შეუსრულდა. ხოდა მთვარის კლუბი ულოცავს თავის ორი წლით უმცროს ძმას დაბადების დღეს. საინტერესო, ფერად, მრავალფეროვან და ხალას ცხოვრებას უსურვებს.
სხვენზე შევიარე, ნამდვილად ღირდა :)
ReplyDelete:)) გაიხარე. შემოიარე ხოლმე აქეთ გზა თუ გექნება
Delete