კორექცის კლასში თავად მწერლის მიერ, საკუთარი თვალით დანახული ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც შემდეგ რათქმაუნდა ოდნავ შეიცვალა და დამუშავდა. თუმცა თემა იმდენად რეალური და საინტერესო იყო რომ რეჟისორ ივანე ტვერდოვსკისთვის დოკუმენტალისტიკიდან მხატრული ნაწარმოების ეკრანიზაციისკენ მიმავალ ბილიკად იქცა, ფილმს აშკარად ეტყობა დოკუმენტალისტი რეჟისორის ხედვა. მინიმუმამდე დაყვანილი გადათამაშებული, ლამაზი და დამტკბარი სცენები. ტრეშის ზღვარზე მდგარი რეალობა და ამბავი, რომელსაც ეკრანზე "არგაფუჭებული" დამწყები მსახიობები თამაშობენ.
ამ ფილმში ვერ დატკბებით ვერც სპეცეფექტებით, ვერც გლამურით, ვერც ფილოსოფიური წიაღსვლებით. აქ ეტლში მჯდომი გოგონას და საზოგადოების ურთიერთობის ტყავგამძრალ - გაშიშვლებულ სურათს ნახავთ. იქნებ ზოგიერთმა საკუთარი თავიც ამოვიცნოთ - არც ესაა გასაკვირი. პლიუს ამას არ ვაპირებ არც ამ ფილმის მხატვრული ღირებულების შეფასებას, რეჟისორის და ოპერატორის, მსახიობების ნამუშევრის აწონ დაწონვას. ჩემთვის აქ მთავარი ისტორიაა. როგორც უკვე ვთქვი - ბევრჯერ განმეორებული სხვადასხვა ნაწარმოებში და ფილმში. მაგრამ ეს ის ამბავია - რომელიც ძალიან ხშირად უნდა გავიმეოროთ ყველამ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ამ "კორექციის კლასში" ჩვენ... მეც ვსწავლობ და ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
ამ ფილმით ( და ტვერდოვსკის გამოჩენით ) რუსულმა კინომ ახალი სისხლის კიდევ ერთი, ჯანსაღი დოზა მიიღო. თქვენ კი თამამად შეგიძლიათ ის ანახოთ მოზარდებს (+14). ბოლოს და ბოლოს ეს დოკუმენტირებული რეალობაა. ცოტაც და რა ვიცი. იქნებ ჩვენც გავიაროთ.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!