Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Georgia Summer Fest დასრულდა

Georgia Summer Fest დასრულდა

ბათუმი სამი მზიანი და ცხელი დღის მანძილზე Georgia Summer Fest მასპინძლობდა. სიმართლე გითხრათ ამის შესახებ ისე, ყურმოკრით გავიგეთ. ისიც სამსახურში მოტანილი აკრედიტაციის წყალობით. მართალია გზადაგზა მთელი ზაფხულის მანძილზე გვხდებოდა ალაგ-ალაგ ჩამოხეული აფიშა რომელიც 80-იანი წლების ლეგენდების ბათუმში ჩამოსვლას გვაუწყებდა. მაგრამ რატომღაც ეს ინფო ისევ კედელზე რჩებოდა და ვერა და ვერ ინაცვლებდა ჩვენს მეხსიერებაში. აშკარად გაცილებით აგრესიული სარეკლამო კამპანია იყო საწარმოებელი. რისი შედეგიც ფესტივალის პირველივე დღეს მსმენელთა ნაკლებობით აისახა.
სათანადო არაინფორმირებულობას ბილეთის მაღალი ფასიც დაემატა, რამაც მსურველთა საკმაოდ დიდი ნაკადი დააფრთხო. ( დიახ, ბათუმი მიჩვეულია დიდი ვარკვლავების უფასოდ სმენას და გამონაკლის შემთხვევაში ადეკვატურ ფასებს ) ეს ის მიზეზები იყო, რის გამოც ფესტივალი სათანადოდ ვერ დაიქოქა. რაც შეეხება ტავად მოწვეულ შემსრულებლებს... კი ბატონო, ლეგენდარული შემსრულებლების, BONEY M, ACE OF BASE, 2 UNLIMITED, DR. ALBAN ის ცოცხლად მოსმენა ყველა 80 -90 იანებ გამოვლილს ნამდვილად ესიამოვნებოდა. მითუმეტეს იმ სიმღერების მოსმენა, რომელთანაც თითქმის ყველას რაღაც კონკრეტული, კარგი მოგონება აკავშირებთ.

კი, მათ გამოსვლას მართლა ძალზედ ბევრი ადამიანი ელოდა, ქართველი მომღერლების მიერ „გახურებული სცენაც“ მშვენივრად მიიღეს, მაგრამ აი ის... 80იანი წლების ორ აკორდიანი სიმღერების რამდენიმე „უბადლო“ შემსრულებლები რუსეთიდან ძალზედ არასაამო ინგრედიენტი იყო ამ მუსიკალურ სალათში. თუმცა მათაც ჰყოლიათ თავისი მსმენელი, ძირითადად ისევ რუსეთიდან ჩამოსული დამსვენებელი „იწყვეტდა“. მაგრამ რაკიღა 80-იანების მუსიკა იყო თემათ, უნდა ვაღიაროღ - ასეთებიც იყო. თან ბლომად.

ვერც ვიპ-ზონაში გაშოლტილი უკვდავთა რასა ერთობოდა დიდად, დროდადრო რამდენიმე ლამაზმანი თუ გადმოძრებოდა ჩვენთან, მოკვდავებთან და იცეკვებდა ეგ იყო და ეგ. შემდეგ ისევ დაბრუნდებოდა თავის შემოღობილში და დალევდა 10 ლარად ნაყიდ ნატურალურ წყალს, მიაყოებდა 35 ლარად ნაყიდ კოქტეილს და ბინის ფასად შეძენილ ხილის ასორტის. თუმცა არც მოკვდავები ვიხდიდით თბილ წყალში ნაკლებს. მაცივრების ჩართვა მხოლოდ კონცერტამდე ერთი საათით ადრე მოიფიქრეს (რატომღაც) და შედეგიც მიიღეს.

ნუ ეს პატარა ნიუანსები... მთავარი კი ის იყო რაც სცენაზე ხდებოდა.
სცენაზე ლეგენდების გამოჩენამ ერთი-ორად გამოაფხიზლა სიცხისაგან გათანგული მსმენელი. აი მაშინ დაიწყო ის რასაც მართლა უწოდებდი Georgia Summer Fest-ს. თითქმის ყველა სიმღერას მომრერლებთან ერთად, ერთ ხმაში ასრულებდნენ. მათთან ერთად იხარჯებოდნენ და ლაღობდნენ. ვარსკვლავებიც თავიანთ სიმაღლეზ იყვნენ, მართალია უკვე ის მუხტი და ხმა აღარ შერჩენოდათ, მაგრამ თავისი წილი მართლაც 100%  შეასრულეს.

ხო, კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო შედეგი ქონდა მათ გამოჩენას: რიგი პეროგარჭობილი სასტავი, რომელიც „მე მეხოლოდ ჯააზს ვუსმენ და ანდეგრაუნდი მევასება“ ნექტრით იკვებება, ისე გემოზე გაერთო და დაივიწყა თავისი პერო და ადგილი საიდანაც ის გამოიღეს, რომ ლამის BONEY M-ს იფიცებდნენ.

ხალხის სიმცირე კი სამი დღის მანძილზე, ყოველი კონცერტის წინ დიდი პრობლემა იყო. უბილეთოებს არ უშვებდნენ, ბილეთიანები კი საკონცერტო პროგრამაში არასასურველი მომრერლების გამოჩენის შედეგად ხშირად გადიოდნენ ტერიტორიიდან. დახურვის დღეს რომ მაინც გაეღოთ „ალაყაფის ჭიშკარი“ და ჩვეულებრივი მოკვდავები შემოეშვათ ტერიტორიაზე ამით მემგონი არაფერი დაშავდებოდა, პირიქით მომღერალს ლამის ცარიელი მოედანი არ დახვდებიდა, მაგრამ არა... ნუ, არა და იყო რაც იყო.

ასეა თუ ისე, ფესტივალი დასრულდა. დღევანდელი გადასახედიდან გაცილებით საინტერესო იქნებოდა მოწვეული სტუმრები რომ გადაერჩიათ და ერთი დიდი, მაგრამ ძალზედ კარგი კონცერტი გაემართათ სათანადო წინმსწრები რეკლამითურთ. როგორც ვიცი ეს მხოლოდ დასაწყისია, დიდი იმედი მაქვს რომ ორგანიზატორები გაითვალისწინებენ დაშვებულ შეცდომებს და მომავალში ( თუ ისევ ჩატარდება) გაცილებით უკეთეს შედეგს დადებენ.


მანამდე კი - მადლობა გახსენებული და ამრერებული ბავშვობისთვის 

ანრი ჯოხაძე
ARABESQUE და გოგა ნიქაბაძე
SANDRA

BONEY M (MAIZIE WILIAMS)
გირგი გასვიანი
თაკო გაჩეჩილაძე
ACE OF BASE (JENNY BERGREEN)

ნინი ბადურაშვილი
DAN BALAN

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]