Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმს ახალი, მეტყველი ლოგო აქვს :)

ბათუმს ახალი, მეტყველი ლოგო აქვს :)

მაშინ როდესაც ბათუმის ძველი სიმბოლო, პალმის ტოტიანი დელფინი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქალაქის სიმბოლო იყო, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზეა მიმალული და პალმის ტოტიდან დარჩენილ ჯოხით შეიარაღებული იცავს თავის ღირსებას. ბათუმს "ახალი, კრეატიული, ლაკონური, ასოციაციური და თანამედროვე" ლოგო მოუფიქრეს. ყოველ შემთხვევაში ასე აფასებენ თავიან ქმნილებას ამ ლოგოს ამომრჩევლები.



ნუ, მანამდე რათქმაუნდა ტენდერი გამოუცხადებიათ, ვარიანტებიდან საუკეთესო ამოურჩევიათ და მერე დაუმტკიცებიათ. ლოგოს განმარტება სუფრაზე წარმოთქმულ მეათე სადღეგრძელოსა და სკოლაში დაწერილი თავისუფალი თემის შორის ლავირებს.
"აბსტრაქცია – ეს არის ბათუმის სიმბოლო, რომელშიც გაერთიანებულია: მბრუნავი მზე – (1!)როგორც ბათუმელების გულღიობის, სითბოსა და სიყვარულის სიმბოლო; (2)- როგორც მომავლის, დინამიური, მსოფლიო მნიშნვნელობის ქალაქის სიმბოლო; (3) ბრუნვა, როგორც მუდმივობისა და დინამიკის, დაუსრულებელი პოზიტივის სიმბოლო; ფოერვერკი -რომელიც მიგვანიშნებს, რომ ამ ქალაქში ადამიანებს არაჩვეულებრივი შინაგანი განწყობა ეუფლებათ და ემოციების ღიად, თავისუფლად ფოერვერკივით გამოხატვენ; უკავშირდება დღესასწაულს, ბათუმში გატარებული ყოველი დღე დღესასწაულია. ვარსკვლავები – როგორც ყველაზე მაღალი “ხარისხის სიმბოლო” (ათიათასვარსკვლავიანი ქალაქი;) ბაბუაწვერა – რომელიც უკავშირდება დასვენებას, სიმსუბუქეს, სურვილების ასრულებას და ამასთანავე აქვს ოდნავ რომანტიკული აქცენტი. ფერები: ყვითელი: ასოცირდება მზესთან, უკავშირდება იმედს და ოპტიმიზმს. ყვითელი ახდენს კრეატივისა და ენერგიის სტიმულირებას. ფერის კოდი: კრეატიულობა, სიმსუბუქე, სითბო, მოტივაცია, პოზიტივი. ნარინჯისფერი: არის სიცოცხლითსავსე, აღვიძებს სხვადასხვა შეგრძნებებს. ასოცირდება სიცოცხლისუნარია"
კარგი სადღეგრძელოა. კარგად დაწერილი და გაშლილი. ცნობისთვის ქოლგიანი დელფინის დანახვაზე ყველა ეგრევე ხდებოდა რაში იყო საქმე, ამ ლოგოს დანახვისას კი მართლა საჭიროა ასეთი სადღეგრძელო.

ფაქტია ისიც რომ სათავეში მოსული ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობდა ბათუმისთვის თავისი, ახალი და კრეატიული ლოგო მოერგო. ასლანის დროს არწივი შლიდა ფრთებს, სააკაშვილის დროს დროშის თემა იყო გათამაშებული, ახლა კი ფეერვერკი და ბაბუაწვერა შეერთნენ კაბადონზე.

სიმართლე რომ ვთქვათ ფეერვერკის თემა ზედგამოჭრილია თვითმართველობისთვის ლოგოსთვის. საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება რომ ჩვენი ქალაქის ბჭებმა მიიღეს ფრიად სასიხარულო კანონი, რომელიც კრძალავდა ქალაქის ტერიტორიაზე ღამის თერთმეტი საათის შემდეგ ფეერვერკების გაშვებას. ჯარიმაც კი დააწესეს 500 ლარის ოდენობით. ამ ამბავმა რესტორნების, კაფეების და სასტუმროების მფლობელები ისე გაახარა რომ ლამის ყოველი ღამის თორმეტ საათზე ამ კანონის მიღებას და ახალი დღის დაწყებას არნახული ფეერვერკით ეგებებოდნენ. მას შემდეგ მრავალჯერ გადანათდა ბათუმის ცა. დაჯარიმებული მეამბოხე კი ჯერ არავის უნახავს. ასე შემოიდო კიდევ ერთი გამოთლილი კანონი სხვენში

ხოდა სწორედ აი ამ ფეერვერკის გამოსახულებიანი ლოგო ამიერიდან ამაყად დაამშვენებს ქალაქის მმართველთ. საკმაოდ სიმბოლურია არა ?!

კითხვა, რატომ უნდა იყოს ბათუმის ლოგო მხოლოდ გართობასთან და სეზონთან დაკავშირებული ჩემთვის ჯერაც პასუხგაუცემელია.

არადა რამდენი რამ ასოცირდება ბათუმთან...

ლოგოს იდეის დამცველები, რომლებიც ლამის პირად შეურაწყოფად იღებდნენ ყოველ შენიშვნას. ამტკიცებდნენ რომ ეს ლოგო კრეატიული, თანამედროვე, არაშაბლონური და გენიალური იყო. ნუ... ნეტარ არიან მორწმუნენი

ყოველი შემთხვევისთვის გრძელდება პეტიცია, სადაც ურჩი, ლოგოს არმომწონე ადამიანები აწერენ ხელს იმ იმედით რომ საყვარელი ქალაქის ლოგო ქალაქთან რაღაცნაირ კავშირში მაინც იქნება. ლინკი

ვინიცობაა ვინმეს პიცერიის ლოგოსთვის დასჭირდეს. უფასოდ

მანამ კი იმედის ამარა ვრჩებით. როგორც უკვე ვთქვი, სამი პოლიტიკური ძალის მანძილზე სამჯერ გამოიცვალა ლოგო. თუმცა დელფინი, მოგვწონს ეს თუ არა. მაინც რჩება ყველა იმ ადამიანის მეხსიერებაში ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ბათუმი.
ამ პალმის რტოდან მხოლოდ ჯოხია დარჩენილი, დელფინმა კი თავადაც აღარ იცის რამდენჯერ გამოიცვალა ადგილი.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]