ქორწინება – ორი, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის მიერ მიღებული ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ხოდა რა გასაკვირია
თუკი
საქორწინო
სამზადის
ყველაზე
დიდი
ყურადღება
ექცევა.
ყველაფერი
უნდა
იყოს
ლამაზი,
დახვეწილი
და
ორიგინალური.
ამ
სამი
კომპონენტის
იდეალური
შეხამებისთვის
ხშირად
წყვილი
საკმაოდ
საინტერესო
ექსპერიმენტებზე
მიდის.
ბევრს
აღარ
ხიბლავს
ქორწინების
ბიუროს
კედლებში
ხელმოწერილი
თავიანთი
სასიყვარულო
ურთიერთობების
გაფორმების
მშრალი
ცერემონია.
ისინი
ეძებენ
რაიმე
ახალს,
ლამაზს
და
საინტერესოს.
ძიების
პროცესში
კი
ხშირად
ქვეყნის
საზღვრებსაც
კი
სცილდებიან.
მიეშურებიან
იქეთკენ,
სადაც
ეგზოტიკის,
რომანტიკისა
და
სილამაზის
ჰამონიული
კომბინაცია
ეგულებათ!
ქორწილია
ბოლოს
და
ბოლოს.
საამისოდ
კი
ძალიან
ბევრ
რამეს
გააკეთებს
შეყვარებული
ადამიანი.
ეს
ხომ
სიცოცხლეში
ერთხელ
ხდება…
![ANO_3402 [1600x1200]](http://blog.gobatumi.com/wp-content/uploads/2014/06/ANO_3402-1600x1200-1024x683.jpg)
Заключение брака – это важнейшее решение, принятое двумя людьми, безумно влюбленными друг в друга. И ничего странного в том нет, что подготовке к свадьбе уделяется огромное внимание. Все должно быть красивым, утонченным и оригинальным. Для идеального сочетания этих трех компонентов, пара часто идет на довольно интересные эксперименты. Многих уже не привлекает сухая церемония узаконивания своей любви в стенах ЗАГСа. Они ищут чего — то нового, красивого и интересного. В процессе поиска они часто выходят и за рамки границ страны. Их влечет туда, где можно найти экзотику, романтику и комбинацию красоты! Свадьба ведь в конце концов. А для этого влюбленный человек сделает многое. Ведь это происходит один раз в жизни…
თუმცა არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუანსი. იმას თუ როგორია ქორწილი, ვერ გამოცდი მანამ სანამ თავად არ იქორწინებ. ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ! კარგი იქნებოდა ქორწინების რიტუალის შერჩევაც ისე იოლი და გემრიელი პროცესი იყოს როგორც საქორწინო ტორტის წინასწარი დაგემოვნება. თუმცა ერთმა წყვილმა ეს იდეა წარმატებით განავითარა. გაიცანით ლიზა და ალექსი. წყვილი, რომელმაც მსოფლიო ტურნე წამოიწყო რათა თავიანთ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების – ქორწინების ჩასატარებლად იდეალური ადგილი ეპოვათ. 2011 წლიდან მოყოლებული ალექსი და ლიზა ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ, ეცნობიან მათთვის უჩვეულო კულტურასა და ტრადიციებს. ტრადიციისამებრ ატარებენ საქორწილო რიტუალსაც და მორიგი იმიტირებული შეუღების შემდეგ ისევ ადგებიან გზას. მათი გზის ბოლო პუნქტი ავსტრალიაა. სწორედ იქ აპირებენ ისინი დასახლებას. შემდეგ კი გადაათვალიერებენ თავიანთი საქორწილო მოგონებების ალბომს და იმ ქვეყანას აირჩევენ ამ მნიშვნელოვანი რიტუალის ჩასატარებლად, რომლის ტრადიციებმა და ადათმაც ყველაზე მეტად მოხიბლა ისინი. ამ საინტერესო მოგზაურობის ამბებს კი თავიანთ ბლოგზე, ეტაპობრივად უყვებიან მკითხველებს.
ლიზა და ალექსი რამდენიმე ხნის წინ საქართველოსაც ეწვივნენ! ძალიან დაინტერესდნენ აქაური ტრადიციებით და … აი ისიც. მათ არქივში ქართული ქორწილის რიტუალიც შევიდა!
Хотя существует один очень важный нюанс.То, какова свадьба не испытать то тех пор, пока сам не сыграешь свою свадьбу. А это крайне важный поступок! Было бы отлично, если бы выбор свадебного ритуала былбы также сладок как предварительная дегустация свадебного торта. Хотя одна пара удачно осуществила эту идею.
არ ვიცი შედგება თუ არა საქართველოში მათი ნამდვილი ქორწილი. მაგრამ მიუხედავად ამისა მინდა წინასწარ ვუსურვო ბედნიერება ამ მართლაც არაჩვეულებრივ წყვილს!ჩვენ კი მათი იმიტირებული ქართული ქორწილის ვიდეო და ფოტო არქივს გადავავლოთ თვალი და თუ საქართველოში, ბათუმში თქვენი ქორწილის ჩატარების იდეა მოგეწონებათ – მოხარულები ვართ გიმასპინძლოთ. წინასწარ გეტყვით, ფუნდამენტი, რომელიც აქ ჩაეყრება თქვენს ოჯახს, ნებისმიერ ქარტეხილს გაუძლებს. შემდეგ კი აშენეთ სიყვარულით მათზე დაყდნობილი კედლები!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!