Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეტიუდი N 6 ( მამა 3 წამით )

ეტიუდი N 6 ( მამა 3 წამით )

არაფერი სჯობს ბათუმის ბულვარში ღამით ველო გასეირნებას. წვიმის მერე ჰაერი ისეთი საამო და სუფთაა, თან ხალხიც ნაკლებია. არავინ გივარდება ბორბლებში. ხოდა ამ საღამოსაც მივსეირნობდი. ყურსასმენებში ჩემი რადიოს განწყობა ჩამესმოდა და ყველაფერი მშვენივრად იყო სანამ.
სატელეფონო ზარი შემოვიდა უცნობი ნომრიდან, ვუპასუხე.
- ალო, სად ხარ... შენს ქალს მშობიარობა დაეწყო და მოდი დროზე, ჩვენ აქ ვართ.
დავიბენი, გონებაში შესაძლო დედები და დრო გადავთვალე, ველოც გავაჩერე, ნომერს დავხედე
- რომელი ხარ ? -თქო
- ბექა მე ვარ, მირანდა -ო
- უკაცრავად შეგეშალათ ნომერი -მეთქი
- უი ბოდიში - ო და გამითიშა...
აი ასე გავხდი რამოდენიმე წამით მშობიარე ქალის ქმარი და მოვლინებას დაწყურებული ბავშვის მამა.

ისე უცნაური გრძნობა კი იყო.... ავღელდისავით :)

3 comments:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]