Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

არა დაღვრილის... დასაღვრელის...

წითელი, ხასხასა, ვეება ტიტები დავხატე. სანგრის სათხრელი ალესილი ნიჩბით დაჩეხილი ტიტები. ნაფლეთებად ქცეულ პიონერის ყელსაბამებზე ვიდექით სკოლის ეზოში, გვეკეთა შავი სამკლავურები და ვუსმენდით მასწავლებელს, რომელიც გვიყვებოდა რა მოხდა რუსთაველზე 9 აპრილს. 
შემდეგ სკოლიდანაც დაგვითხოვეს, სახლში წადითო. მაინც დავდიოდით.
შემდეგ ყველგან გავრბოდით, სადაც კი მიტინგი ტარდეოდა. 
შემდეგ 21 ადამიანის სია გამოაკრეს
შემდეგ ნინო თოიძის ცხედარიც ჩამოასვენეს. 
შემდეგ იყო ვიდეო კადრები... შავთეთრი... შიშინა... საზარელი
შემდეგ იყო სისხლის გამყინავი სიმღერა "დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს"... და ტანკების გრუხუნი... ფარების და ჩექმების ხმა
შემდეგ იყო გლოვა... ტიტები და ყაყაჩოები... არა დაღვრილის... დასაღვრელის...

შემდეგ... 
მას შემდეგ ყაყაჩოს და ტიტას დანახვაზე რუსთაველის გამზირი და ის სიმღერა მახსენდება. როგორ გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო ბოლო. 
25 წლის წინ... გვჯეროდა რომ ეს იქნებოდა ბოლო სისხლის წვეთი. ბოლო ყაყაჩო. თურმე რამდენი ყოფილა წინ... და რამდენია .... 

1 comment:

  1. როგორ მინდა ბოლო იყოს და ყოველ წელს ერთი და იმავე გადაცემებს არ ვხედავდე ტელევიზორში და წლისთევებს არ ვითვლიდეთ.არ მახსოვს 9 აპრილი,მაგრამ იმედნი ომი გამოიარა ჩვენმა თაობამ,სამოქალაქო თუ არასამოქალაქო,10 თითი არ მეყოფა.ჩამოსათვლელად.ყოველ წელს რომელიღაც ომის წლისთავია და ყოველ წელს გულწრფელად გვჯერა რომ ეს ბოლო იქნება.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]