ასე არასროს მომნატრებია სითბო. ის შეგრძნება მეუფლება, ნარკოზიდან გამოღვიძებულს, ძილღვიძილის ლაბირინთებიდან გამოსვლა რომ უჭირს და ვერ გაურკვევია სძინავს თუ უკვე გაიღვიძა. ეს მთელი ზამთარი ნარკოზში გატარებულ ერთ დიდ ღამეს გავდა. ახლა ტყდება, იმსხვრევა და იცრიცება ეს მოსაბეზრებელი საბურველი. ძალიან მიხარია... კანის გამოცვლასაც გავს. დარწმუნებით წინასწარ არ შემიძლია თქმა, მაგრამ მჯერა რომ ასეთი ზამთარი აღარ განმეორდება!
ახლა ქუჩაში მზე ანათებს, ცივა. მაგრამ არ წვიმს, არ თოვს და არც ის დაჭაობებული შეგრძნება გადევს გულზე - რაც ძალიან კარგია.
ახალი, ახლის, ახლით, ახალში, ახლად, და ახლა... აი ეს მოდის... არა, მოსულია. და ეს კარგია.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!