კი, მომნატრებია ველო და გასეირნება. ჩვეული მარშრუტი: "სანაპირო - ჭოროხის შესართავი" დიდი სიამოვნებით დავფარე. საყვარლი რადიო ტალღა, მზე,ზღვა და სითბო. მშვენიერი რამ ყოფილა, გამახსნდა. ამ ყველაფერს იქვე ახლოს მდებარე მაკდონალდსიდან წამოღებულ ცხელ ყავას თუ დავამატებთ - მით უფრო.
შტორმისგან გადარჩენილ ველობილიკს მართალია ის ელფერი აღარააქვს. მაგრამ რაც ჯერჯერობით გადაურჩა ზღვას - ეგეც კარგია რომ არსებობს.
ბულვარში მდებარე ბარში შევიარე. აი იქ, სადაც ზაფხულობით თურქულ ბაზარში უფრო გეგონება თავი ვიდრე ბათუმის ბულვარში. პიერ - ში მოსახიბლი ნამდვილად არაფერია გარდა იმისა რომ ჯერჯერობით ერთ-ერთი ღია ბარია ბულვარის ტერიტორიაზე. ჩაი შევუკვეთე... ოფიციანტი აქ უფრო ხშირად მოდის კლიენტთან ვიდრე არასდროს. ჩაიც სწორედ მაშინ მომიტანეს როცა დავისვენე, ოდნავ ჩავთვლიმე, გამოვიძინე და სახლში წამოსვლაც დავაპირე. ხო, ეს ერთად-ერთი ადგილია სადაც დაბრუნების სუვილი აღარ მაქვს. არადა მიყვარს ჩაი.
ხოდა ისა. მზიანი შაბათი. კი, კარგი იყო. ცოტა წიგნი, მუსიკა, მზეზე გასათბობად გამოსული, ზამთარის განმავლობაში უნახავი ადამიანები (რამდენი ყოფილან). და ამ ყველაფერს დამატებული უნამუსო უცხოელები. რატომ უნამუსო ?! წარმოიდგინეთ : მიუხედავად იმისა რომ მზე იყო და თითქოს სითბოც, მაინც მარტია და ველოსიპეტზე ხელთათმანების გა ქუდის გარეშე მაინც ვერ დავჯექი. და სწორედ აი ასე, გულდაგულ შეფუთულ-ჩაფუთულ მდგომარეობაში ამაყად მოსეირნეს საზაფხულო შორტებში და ლასტებში ჩაზმანულმა უცხოელებმა ჩამირბინეს... სისხლი უდუღთ. მათ ფონზე სირისტიანი, უბადრუკი მცივანა ვყავი. ეჰ...
მოკლედ სიფთა გატყდა. მზე გამოვიდა და ველოგასეირნებაც შეიძლება სარფისკენ. მართალია ორშაბათიდან მაინც ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ - მაინც მარტია. მაგრამ ეს მარტიც მალე დარჩება კალენდრის გადახაზული ფურცლების მიღმა და მერე მოვა ზაფხული...
მანამდე კი... დღეს სავსე მთვარეა... თან ქალწულში :) ... სავსე იმედებით და რწმენით რომ ყველაფერი კარგად იქნება.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!