Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

აი რას მოგართმევენ ყავასთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

აი რას მოგართმევენ ყავასთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
დროა ვირტუალურ კაფეშიც შევიხედოთ. ვიცი სავარაუდოდ მორიგ ვოიაჟს ელოდებით ყავის სამყაროში. მაგრამ როგორც თქმულა - არა მხოლოდ ყავითა არს!. ყავასაც ხომ უნდა რაღაც მისაყოლებელი. ხოდა ამჯერად სწორედ მათზე, ტკბილეულზე ვისაუბროთ. აბა, სულ ყავა - მავნებელია. რამოდენიმე ხნის წინ მართალია შემოგთავაზეთ თავად აგერჩიათ რას ინებებდით ყავასთან. ახლა კი უბრალოდ ჩამოვუაროთ სხვადასხვა ქვეყნებს და გავიგოთ - ვინიცობაა და ყავაზე რომ მიგვიწვიონ, რას შემოგვთავაზებენ იქ.


დავიწყოთ შვედეთით. სპეციალურად სამეფო კარისთვის 1930 წელს ენი ოკერსტრის მიერ შექმნილი "მწვანე ტორტით". პრინციპში მწვანე იმიტომ ერქვა რომ უგემრიელეს შიგთავს მწვანედ შეღებილი მარცეპანიდან გაკეთებული ქერქი ფარავდა. ეს ტორტი ისე მოსწონედბიათ შვედ პრინცესებს რომ სამეფო ოჯახის სამზარეულოში ის სწორედ "პრინცესის ტორტის" სახელწოდებით შევიდა. შემდეგ უკვე მწვანეს სხვა ფერებიც შეემატა და თავდაპირველი სახელიც ასე გემრიელად ჩანაცვლდა.


Frog cake 1922 წელს შეიქმნა ავსტრალიაში. ბისკვიტი აქაც მწვანე მარცეპანითაა დაფარული. თუმცა წინა ნუკბარისგან განსვავებით ის ასანთის კოლოფს არ აღემატება სიდიდით! რაკი ბაყაყს მიამსგავსეს - რაც ძალზედ ახარებდა პატარებს - თავიდან ის მწვანე ფერის იყო. თუმცა შემდეგ მასაც შეემატა სხვადასხვა ფერი. მას შემდეგ ციცქნა ფერადი ბაყაყები ავსტრალიური ტკბილეულის მუდმივი ბინადრები გახდნენ


Šakotis / Sękacz - პოლონეთში ყავასთან მისაყოლებლად ტოტები რომ შემოგთავაზონ ნუ დაიბნევით. აუცილებლად დასთანხმდით. სწორედ ტოტებს უწოდებენ ამ საინტერესო ნუკბარს. ის რაღაცით ჩვენს მწვადს წააგავს. მასაც შამფურზე წვავენ. უფრო სწორედ - შამფირზე წამოგებულ ხის მორზე - რომელზედაც ნელინელ ასხამენ კვრცხით ამოყვანილ მოთხელო ცომს და თან აბრუნებენ ნელინელ. ჩამოღვენთილი ცომი ცეცხლის ალზე მაგრდება და საბოლოოდ აი ასეთ გაბურძღნულ ხეს ღებულობენ.



 Battenberg cake ბრიტანეთში გამოიგონეს. ზუსტად არავის ახსოვს როგორ და ვინ. მაგრამ ყველამ იცის რომ აქ ორი სხვადასხვა ფერის ბისკვიტი უნდა იყოს. ტრადიციულად ეს  ყვითელი და ვარდისფერი ფერის, სწორ ხაზებად დაჭრილი და ერთმანეთზე ჭადრაკის დავის წყბის დარად დაწყობილი ბისკვიტია. რომელთა შუაშიც ატმის ჯმია მოთავსებული. გარედან კი ტრადიციულად - მარცეპანი. ნუ ეს ტრადიციულად თორემ... დღეს ამ ტორტის ათასგვარ შეფერილობას იხილავთ საკონდიტროებში. 


ჩინური 月饼 / 月餅 განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის რადგან მას მთვარის თაფლიკვერს უწოდებენ. ის ტრადიციულად შემოდგომის დღესასწაულისთვის ცხვება და მასზედ ორ იეროგლიფს "დღეგრძელობას" და "ჰარმონიას" აწერენ. 


რაც ყველაზე საინტერესო - მისი შიგთავსი იმისდამიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან თუ სად ცხვება ეს თაფლიკვერი. შესაძლოა შეგხვდეთ ლოტოსის მარცვლებით, ლობიოს ტკბილი პასტით, თხილით და კიდე ვინ იცის რითი.


რათმაუნდა ინოვაციები ამ თაფლიკვერის ცხობის ტექნოლოგიაშიც შევიდა და მისი ასორტიმენტი კიდევ უფრო გაიზარდა. ის დღეს შეიძლება შეგხვდეთ როგორც ჯემში, ასევე ჟელატინში ამოვლებული. თუ თქვენ მისი დაგემოვნება გხვდათ წილად - აუცილებლად მომიხსენიეთ მე და ჩემი ბლოგი ;)


Red velvet cake შეერთებულ შტატებსაც ვეწვიოთ. ამ ტორტის მთავარი თემა წითელი შიგთავსია. ბისკვიტს ან ჭარხლის ან სხვა ფერის მიმცემი დანამატებით აძლევენ წითელ ფერს. შემდეგ კი ნაღების სქელი და ფუმფულა ფენით რთავენ. მისი მომზადების იოლი წესისა და ხელმისაწვდომობის გამო ის ძალიან შეიყვარა ამერიკამ. დღეს მას მეტწილად გულის ფორმას აძევენ. თუმცა ამით გემოს არაფერი დამართნია - ის ისევ გემრიელია


 Carac შვეიცარიაში შემოგთავაზებენ. ის მომცრო ზომის ნამცხვარია - ძალიან წააგავს ჩვენი ბავშობის განუყრელ ნუგბარს - ტარტალეტკას. ოღონდ მასში შოკოლადი იმალება, ხოლო ზემოდან მწვანე ფერის მარცეპანს ასხამენ - დიახ, ისევ მარცეპანი და ისევ მწვანე.


და ისევ ამერიკას დავუბრუნდეთ. კერძოდ კი ლუიზიანას King cake-ს სწორედ აქ ამზადებენ. თუმცა მას ვერ შეხვდები ყოველდღიურ რაციონში. ის სპეციალურად Mardi Gras -ის ფესტივალისთვის ( ზამთრის და გაზაფხულის მიჯნაზე) მზადდება. ტკბილი ბისკვიტი შაქრის სიროფით იფარება. რომელზედაც სამი ფერის პუდრს აყრიან. იისფერი - სამართლიანობას აღნიშნავს. მწვანე - რწმენას ხოლო ყვითელი ძალაულებას. ხოდა თუ ლუიზიანაში ამ დღესასწაულს ჩაუსწარით - აუცილებლად დააგემოვნეთ სამეფო ნამცხვარი. იქნებ თქვენც იგემოთ ეს სამი ფერი ერთად. 


და რაკი მაინც ყავის თემას გვერდს ვერ ავუვლით მინდა ისეთი რაღაც შემოგთავაზოთ, რაც ჩვენთან გაცილებით იოლად მოიპოვება ვიდრე მარცეპანმოვლებული უცხო ნუკბარი. ის კარგახანია ქართულ სუფრაზე მასპინძლად გრძნობს თავს. მართალია აღმოსავლეთიდან გვეწვია და მისი ნაირსახეობა გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ჩვენ შეგვხვედრია სუფრაზე - მაგრამ როცა ბათუმს ახსენებენ და მითუმეტეს ყავას. აუცილებლად ახსენდებათ ის. ხოდა მეც შემოგთავაზებთ - ოღონდ არა ჩვეულებრივ მშრალს როგორსაც აქ აკეთებენ, არამედ მსუყეს  - როგორიც უნდა იყოს -

ინებეთ გემრიელი ყავა და ფახლავა ჩემგან. მომავალ შეხვედრამდე ვირტუალ კაფეში  


3 comments:

  1. საინტერესო იყო :3
    პ.ს არ მიყვარს ეს მარცეპანი რა

    ReplyDelete
  2. პრინციპში, ეგეც დასაშვებია :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]