Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

47 რონინი და დაბრუნებული კიანუ

47 რონინი და დაბრუნებული კიანუ

როცა იაპონიაზე ვსაუბრობთ, მეხსიერებაში თავისთავად ამოტივტივდება: საკურა, სამურაის ხმალი, ანიმე და დრაკონები. როცა კიანუ რივზე საუბრობენ გახსენდება მატრიცა, სახის თითქმის ერთიდაიგივე  გამომეტყველება და ... ის ფაქტი რომ აღარ სჩანდა კარგა ხანს.

მოკლედ, თუ ეს ყველაფერი მოგენატრად, ან გსურთ ამ ინგედიენტების "ბულიონი" დააგემოვნოთ - "47 რონინი" თქვენს განკარგულებაშია.

რამდენჯერაც მივედი ამ ფილმის სანახავად, ან ბილეთი არ იყო, ან შუქი, ან ახალი წელი იყო ან ნაახალწლარი. მოკლედ, როგორც იქნა მოვირგე ჩემთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზის გამო მზის სათავალის დარად ჩამუქებული და სასტიკად მძიმე (3დე) სათვალე და ..


დღემდე მონუსხული ვუმზერ ამ კადრებს - ბავშვობიდან მოყოლებული ვიცი რომ ამ ნათების შემდეგ რაღაც ძაალიან საინტერესო უნდა დაიწყოს. და დაიწყო...


იაპონია წარმოსახვაში თანაბრად იყოფა ტექნოლოგიური მიღწევების მექად, თავისი ცად აწვდილი ცათამბჯენებითა და გადატვირთული ქუჩებით, და ცალკერძ წარმოუდგენლად ლამაზი ხედებით, სოფლებით, პეიზაჟებითა და ისტორიაში ჩაკარგული არქიტექტურით. გარემოთი, სადაც არ არსებობს არაფერი ზედმეტი, ყოველივეს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. ამ შემთხვევაში უფრო მეორე ნაწილს შევეხებით. მაინც ისტორიასთან გვაქვს საქმე, რიალურ ისტორიასთან და გმირებთან, რომელსაც ეს ხალხი დღესაც მიაგებს პატივს!

დაახლოებით ასე იწერებოდა "ბახვის მანიფესტიც" და ცხადდებოდა გურიის ანარქისტური რესპუბლიკაც
რა გითხრათ. ფილმის ყურების შემდეგ გაორებული გრძნობა დამრჩა. ჯერ იყო და დაუკმაყოფილებელი დარჩა ჩემი წყურვილი რაც შეიძლება უფრო ფართედ შემეღო იაპონურ მითოსში კარი. შემდეგ იყო და ... ეს ისტორია, რომელიც სპეცეფექტებით ჰოლივუდურად შელამაზებულიქმნა  ამ ყოველგვარი "ზღაპრის" გარეშეც საკმაოდ მისაღები მეჩვენა და ვიფიქრე ხომ არ გადაამლაშესთქო...

1962 - 1978 - 1994 -2001 წლები
47 რონინზე ბარე ოთხი, ძალიან საინტერესო ფილმია გადაღებული, სხვადასხვა სიუჟეტური წყბითა და დრამატურგიით. მაგრამ ჰოლივუდი რის ჰოლივუდი იქნება თუ სხვანაირად არ გადახარშა ეს ყველაფერი.
ხობიტიდან მოყოლებული დრაკონებში გვიმართლებს... კარგი გრაფიკაა
თავიდანვე მზად ვიყავი რომ იქნებოდა ბევრი, ბევრი სპეცეფექტი. ფილმიც საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო... მაგრამ იაპონური მისტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. სცენაზე სამურაის ბატონისადმი ერთგულება, ზნე და ჩვეულება წამოიწია წინა პლანზე და სპეცეფექტებიც თავიანთი დრაკონ, ურჩხულ, მირაჟებით დროდადრო უკან გადაიწიეს.

არადა სიმართლე გითხრათ მერჩია ან ერთი ყოფილიყო - ბოლომდე მექვითინა სამურაის ერთგულებაზე, კაცობასა და ადამიანობაზე. ან კიდევ - ბოლომდე დავმტკბარიყავი იაპონურად გადამღერებული "მატრიცით" თავისი ორთაბძოლებითურთ. მაგრამ რეჟისორი ხან იქით გვაგდებდა ხან აქეთ...

ჯეკ.. გამოდი... დაგინახე
ერთიც იყო სიუჟეტმა "კარიბის ზღვის მეკობრეებში"ც ლამის შეგვახვედრა. ყურეში მდგარი მეკობრეებისა და ათასი ჯულის კონტრაბანტისტების სამოთხეში. სადაც წინასწარ დაანონსებული ინფოს წყალობით ვიცოდით რომ "ზომბი-ბოი" დაგვხდებოდა.


 დაგვხდა კიდეც... დაგვხდა რა... დავინახეთ.. იქ იყო... რაღაცა წაილუღლუღა და წავიდა..


რაც შეეხება თავად კიანუს. ნამდვილად ვერ ვიტყვი მომნატრებიათქო. 47 რონინი ნამდვილად არ არის ის ფილმი სადაც მან თავისი ნიჭით გაიბრწყინა. სინამდვილეში მთელი ფილმის განმავლობაში არ მტოვემდა ის შეგრძნება და კითხვა რაც მისი პერსონაჟისადმი ძირძველ სამურაებს თავიდანვე ქონდათ - რა ჯანდაბა გინდა აქ ?!.


არ ვიცი ზედმეტადკრიტიკული ვარ თუ არა. მაგრამ ჩემის აზრით ეს ფილმი თავისი მსახიობური ანსამლით თავისუფლად გაართმევდა თავს კანუს გარეშეც. ის რაღაცნაირი გარნირივით იყო მთელი ფილმის განმავლობაში.. აი საშიმის და სუშის გარნირად კარტოფილი ფრი რომ მიუწყო... ეგ ამბავია.


მოკლედ კიანუს მთავარი მიღწევა ამ ფილმში სულ ორი რამაა, პირველი - მოკლა ურჩხული და მეორე - "გაჩითა" ხმლები... და წავიდა თავის მოსაკლავად. ხო, სხვათაშორის ეს საკმაოდ დრამატული მომენტიც მთლად კარგად ვერ წარმოაჩინეს (მე უფრო დრამატულად გამოვაღადრინებდი მუცლებს)

ბოლოს, რაღაცნაირად რო შევაჯამო ჩემი ემოციები - ვიტყვი.

  • ფილმი სანახაობრივად ლამაზია. თუ ზედმეტად მომთხოვნი არ იქნებით ჟანრობრივი "ბულიონის" მიმართ - მშენიერ საღამოს გაატარებთ. 
  • რაც შეეხება ეფექტებს - დიდად ნუ გაირჯებით ამ ყველაფერში ფულის გადასაყრელად, აიმაქსი საქართველოში არ გვემუქრება. სამი დე ვერსიისთვის კი არც თუ ისე დიდი ეფექტებია. გრაფიკა მშვენიერია - აი 3 დე ....
  • ეს კარლ რინშის სადეპიუტო ნამუშევარია. სიმართლე გითხრათ მომწონს მისი ადრინდელი ნამუშევრები. ძალზედ ყვარობს ეგ ბიჭი რობოტებს, ამიტომაც ოოოდნავ გაუჭურდა დრაკონები. მაგრამ დებიუტისთვის კარგია.

ხოლო თუ გნებავთ რეალურად გაიგოთ 47 რონინის ამბავი. გირჩევთ მოძებნოთ თავად იაპონელი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები. ბუნებრივია ისინი გაცილებით უფრო მძაფრ ფერებში ხატავენ საკუთარ ისტორიას და საკუთარ გმირებს. წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა მაია წყნეთელს, ან ბაში აჩუკს ეს ყველაფერი  ჰოლივუდს რომ გადაეღო... ისე საინტერესოა რა იქნებოდა...
ხოლო თუ უბრალოდ გინდათ გაერთოთ - 47 რონინი და დაბრუნებული კიანუ თქვენს განკარგულებაშია


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]