Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ლაიკა - ყველაზე უბედური ძაღლი დედამიწაზე

ლაიკა - ყველაზე უბედური ძაღლი დედამიწაზე

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფილმები ჯერ კიდევ შეუსწავლელ, შორეულ და იდუმალ კოსმოსზე. მართალია მათი რაოდენობა დღევანდელთან შედარებით სასაცილოდ მიზერული იყო. მაგრამ ფანტაზიის გასაღვივებლად ეგეც კმაროდა. პირველი კოსმონავტიც მახსოვს. არა, ადამიანი არა - პირველი თბილსისხლიანი კოსმონავტი - ძაღლი სახელად ლაიკა. მისი წყალობით ხელში მყავდა შეკლული ჩემი ირლანდიური სეტერი - ჯეკა. ხან "სკაფანდრს" ვარგებდი და ხან "ბლასტერებს" ვამაგრებდი ზურგზე. აბა როგორ? უცხოპლანეტელებთან საომრად კოსმოსში სკაფანდრის და ბლასტერის გარეშე ვინ გადიოდა?! მართალია ჯეკას არ დასცალდა კოსმოსში მოგზაურობა და საქმენი საგმირონია. მაგრამ, საბედნიეროდ ლაიკაზე ბედნიერი ცხოვრება ნამდვილად ქონდა.
ამ ისტორიას ბავშვობაში არასდროს გვიყვებოდნენ ბოლომდე. მეტიც, ძალიან ბევრმა არც იცოდა ის. ვიცოდით მხოლოდ მთავარი - კოსმიური ჰორიზონტი პირველად დიადი საბჭოეთიდან გაგზავნილმა, ადამიანის ოთხფეხა მეგობარმა - ლაიკამ დაიპყრო. 


კოსმოსის დაპყრობა

საბჭოეთში გადაწყვიტეს რომ ორბიტაზე აუცილებლად პირველები ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. ამიტომ პირველებს სწორედ "ჩვენ" უნდა გაგვეგზავნა კოსმოსში ცოცხალი არსება. ასარჩევად იყო ვირთხა, მაიმუნი და ძაღლი. რაკიღა პირველ დესპანი საბჭოეთის ტრიუმფის სიმბოლო უნდა გამხდარიყო, ვირთხა და მაიმუნი იმწამსვე გამოირიცხა. აბა ვის რაში ჭირდებოდა სიმბოლოდ ვირთხა და მაიმუნი ?! არჩევანი ადამიანის მეგობარზე შეაჩერეს. თუმცა ისიც გაითვალისწონეს რომ ძაღლი ჯიშიანი არ უნდა ყოფილიყო. ჩვეულებრივი "მაწანწალა" არჩიეს. ნაკლებად ჭირვეულები და შედარებით გამძლენიც არიანო.

აი ასე იპოვეს ერთ-ერთ ძაღლთსაშენში ლაიკა, რომელმაც ჯერ არც კი იცოდა რომ მისი არსებობის შესახებ მალე მთელი კაცობრიობა შეიტყობდა. თუმცა არც ის იცოდა რომ ეს მოგზაურობა მისთვის საბედისწერო იქნებოდა. ცხოვრობდა თავისთვის თავისი ცხოვრებით და სულ კუდზედ ეკიდა კოსმოსი


პირველი და უკანასკნელი სტარტი

ლაიკა ძალზედ ჭკვიანი და  დამჯერე კოსმონავტი გამოდგა. სტარტის შემდეგ, როგორც ჩანაწერებიდან გაიგეს, ძაღლი მიზიდულობის ძალამ კაპსულის ზირს მიაკრა. თუმცა მას არც დაუწკმუტუნია. ყველაფერი სწრაფად და საჩქაროდ - საბჭოთა გეგმებში ჩასაჯდომად, მოსასწრებად კეთდებოდა. ამიტომაც კონსტრუქტორებს აზრადაც არ მოსვლიათ მგზავრისთვის რაიმე სახის კომფორტი კი არა ელემენტარული პირობები შეექმნათ გადარჩენისთვის. მათი ვარაუდით მგზავრი  სისტემაში ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, დაახლოებით ფრენის მეექვსე საათზე უჰაერობით გარდაიცვლებოდა. თუმცა ლაიკა ფრენიდან უკვე მეორე საათზე - სიცხისაგან დაიღუპა

შედეგი

"ყველაზე მარტოსული, ყველაზე უბედური ძაღლი დედამიწაზე" წერდა მსოფლიო პრესა. პირველი თანამგზავრის გაშვებით გახარებული მსოფლიო საზოგადოება დიდის გულისყურით ადევნებდა თვალყურს მსოფლიო ისტირიულ მოვლენას - პირველი ცოცხალი არსბის კოსმიურ მოგზაურობას და არავინ ელოდა ასეთ შედეგს. ეს ყველაზე დიდი (რიგით პირველი) ტრაგედია იყო. ოთხფეხა გმირი კოსმოსში დაიღუპა. ამ ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ცალკერძ პოლიტიკოსები, ცალკერძ ცხოველთა დამცველები და ჩვეულებრივი ადამიანები ხრუშოვს მხეცს და არამზადას უწოდებდნენ. მსოფლიოს ნაწილი შფოთავდა.

მეორე ნაწილს კი გულდაგულ უმალავდნენ რომ მათი სათაყვანებელი ოთხფეხა მეგობარი - უკვე ცოცხალი აღარ იყო. პრესა და ტელევიზია სდუმდა. მეტიც. ლაიკას სიკვდილის შემდეგ რამოდენიმე დღე კიდევ ყვებოდნენ იმის შესახებ თუ როგორ გრძნობდა საბჭოთა გმირი თავს ორბიტაზე. შემდეგ შეაპარეს რომ - კავშირი შეწყდაო... და ბოლოს, შექმნილი გამოუვალი მდგომარეობის გამო მიიღეს მათთვის გულისმომაკვდინებელი გადაწყვეტილება - (უკვე გარდაცვლილი) ძაღლის "დაძინების" შესახებ. თუმცა საზოგადოება მალევე გამოერკვა - აღმოჩნდა რომ საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, იქ, მთავრობაში არავინ ელოდა და არც აპირებდა "კოსმონავტის" დედამიწაზე დაბრუნებას. ეს იდეა არც გაინიხილებოდა.


ცენზურა

ტრიუმფი ვერ შედგა. ლაიკას სიკვდილმა ყველანაირი მიღწევა სასწორზე დადო. ცენზურა ყველანაირად სცდილობდა რომ ეს თემა გადაეფარა. სკოლებში სპეციალური პროგრამაც კი ამოქმედდა სადაც ღია გაკვეთილებზე უხსნიდნენ თვალცრემლიან მოსწავლეებს რომ - კოსმოსში ასე ხდება, რომ ჩენი ოთხფეხა მეგობრები კოსმოსის დაპყრობაში, ათვისებაში დიდის სიხარულით გვეხმარებიან და რომ ლაიკა გმირია! ხალხი ხუმრობდა - შემდეგი კოსმოსში ხრუშოვი უნდა გავუშვათო. კრემლში კი წერილები მიდიოდა - ლაიკას გმირის ორდენით დაჯილდოვების მოთხოვნით.

თუმცა საბჭოეთის იდეოლოგიურ სამჭედლოში გადაწყვიტეს ეს ამბავი "მათთვის" სასიკეთოდ გამოეყენებინათ. ხრუშოვს ძალიან მოეწონა გარდაცვლილი ძაღლის სახელის ბრენდად ქცევის იდეა. სურდათ მისი სახელი დაერქვათ კანფეტებისთვის, ნაყინისთვის, მდნარი ყველისთვის და კიდევ რაღაცეებისთვის... თუმცა ვიღაც ჭკუათმყოფელმა ურჩია თავი შეეკავებინათ ასეთი გენიალური იდეებისაგან, რაც ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევდა. შეჯერდნენ და გადაწყვიტეს - გამოუშვეს მხოლოდ სიგარეტი ლაიკა...


თუმცა ხალხმა ამასაც მოუძებნა გესლიანი გამართლება " დაიწვა ძაღლი - დაიწვება სიგარეტიც" .

ყველაზე მარტოსული და ყველაზე უბედური ძაღლი ლაიკა კი სამუდამოდ დაამახსოვრდა ყველას როგორც პირველი თბილსისხლიანი კოსმონავტი რომელმაც ორბიტა "დაიპყრო". მართალია არც არავის უკითხავს მისთვის გინდოდა თუ არაო... მაგრამ... 

აი ასე იყო ეს. ეს ამბავი თქვენც შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენს პატარებს. აი ისტორიის სევდიან დასასრულზე კი... თავად მიიღეთ გადაწყვეტილება, გაუმხელთ თუ სამომავლოდ შემოინახავთ ! ისევე როგორც ჩემმა მშობლემა გააკეთეს. წლების შემდე, ჩეულებრივ დიალოგში, როცა ლაიკა ვახსენე მითხრეს... "ეგ ძაღლი მოკვდა, მაშინ პატარა იყავი და არ გითხარითო"

3 comments:

  1. https://www.facebook.com/notes/keti-chartolani/57-002a/10150195568718842 თემატიკას ეხმიანება, თუ დაგაინტერესებთ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. გაიხარე. მადლობა :)

      Delete
    2. უი აქ დაგიდია უკვე ქეთი, მეც შენი არაჩვეულებრივი ნოუთი გამახსენდა და ზუსტად ახლა დავლინკე კომენტარებში ფბზე :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]