Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ერთი არლეკინი და ორი თეატრალი კნუტი

ერთი არლეკინი და ორი თეატრალი კნუტი

გარდირობში მხოლოდ გამარჯობა დავტოვე. დარბაზში ცივა. ყოველ წუთს შეიძლება გამოირთოს შუქი და ისევ მობილურის ეკრანით განათებულ კიბეებზე მოგიწევს ჩასრიალება. მაგრამ ელი. ხელთათმანებში, ქუდში, "ვალინკებში" გამოწყობილი ელი რომ მალე დაიწყება და ამ გათოშილ საღამოს იმ სასიამოვნო პროცესის თანამონაწილე გახდები რასაც სპექტაკლი ქვია.

პირველ დღეს უშუქობის გამო გადაიდო. მოგვიბოდიშეს, თუ არ გვიწყენთ ხვალ მოდით - იქნებ ხვალ გაგვიმართლოსო. ხოდა - გაგვიმართლა. კიჰ. მართლაც.

რომ არავინ გამომრჩეს შევეცდები ჩამოვთვალო :

თარგმანი - ირინა ღოღობერიძე
მინიატურებისა და მონოლოგების ავტორი - ოთარ ქათამაძე
რეჟისორი - პაატა ციკოლია
მხატვარი - ქეთი ნადიბაიძე
კომპოზიტორი - კოკა ნიკოლაძე
რეჟისორის თანაშემწე - ზვიად მურვანიძე


და  რაღათქმაუნდა მსახიობები :)

აი ამ ადამიანების მიერ ნაღვაწი მარივოს "სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი" ვიხილეთ დეკემბრის სუსხიან საღამოს ბათუმის თეატრში. რა შემიძლია გითხრათ - ბრავო







არაჩვეულებრივი კოსტიუმები. მშვენიერი მუსიკალური გაფორმება და ძალზედ კარგად აწყობილი დიალოგები. ნუ ... მონოლოგები ცალკე თემაა. კი, ნამდვილად ღირდა გაყინვად. თუმცა ეგ მერე მივხვდი როცა სპექტაკლი დასრულდა - რომ გავიყინე. 


საგრიმიოროში შევედი მისალოცად. მაგრამ ვის ეცალა მილოცვისთვის - მსახიობებზე უფრო გამალებით არტისტებიც და გულშემატკივარიც "პლიტას" ეხუტებოდა. მათ შორის მეც. ( შუტკა )


ერთი დეტალი დამავიწყდა. სპექტაკლის დაწყებიდან დასრულებამდე. მთელ ამ საოცრად ლამაზ სანახაობას ორი ძალზედ საინტერესო სტუმარი ადევნებდა თვალს. სცენის კუთხეში მოკუნტული ორი ციცქნა კნუტი კრუტუნებდა და წამითაც არც ერთს არ მოუცილებიათ თვალი მსახიობებისთვის. ისე გულდასმით უყურებდნენ და აყოლებდნენ თავს რომ ბოლოს მეგონა "პაკლონზეც" გამოვიდოდნენ. დასრულდა სპექტაკლი და ისინიც სადღაც შეძვრნენ. თეატრალი კატები :)


მოკლედ ასე ბატონებო. დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის რაც მივიღე სპექტაკლის ყურებისას. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები რომ ბათუმში, თეატრში, თქვენს სპექტაკლზე მოსვლა არამხოლოდ ღირს - აუცილებელია !

თქვენ კი თუ სადმე წააწყდებით აი ამ სპექტაკლს ( დიდი იმედი მაქვს გაიმეორებენ ) აუცილებლად წადით! აუიცლებლად.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]