Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გათოშილი სიყვარულით ბათუმიდან

გათოშილი სიყვარულით ბათუმიდან

10 სანტიმეტრი თოვლი და  გაყინული ქალაქი. ასეთი გამოდგა თოვლიანი ბათუმის 90-იანების "ნოსტალგია". ვერავინ იფიქრებდა რომ თოვლს, რომლის მოსვლაც ასე გაუხარდა ყველას, უშუქობის ორი დღე მოყვებოდა უკან. მომენტალურად გაქრა მაღაზიის დახლებიდან სანთლები. მათი შეძენა სუვენირების მაღაზიაშიც ვცადე, მაგრამ ამაოდ. იქედანაც გაეტანათ. სანთლებს მიყვა პურიც და ბოლოს... ზოგიერთი მაღაზიის დაკეტვაც. უშუქობის გამო ვერც სასწორს ამუშავებდნენ და ვერც "ჩეკს" არტყამდნენ. ამ ყველაფერს თოვლჭყაპი და სიცივე უფრო ართულებდა. ყველა ჩვენთაგანში გაიღვიძა 90-იანებ გამოვლილმა "სპეცკურსმა". შაქარი, ზეთი, მარგანინი, პური.... გონებაში თავისით შედგა სია. დაძაბულობის დასაფარად უფრო მეტს ვხუმრობდით. ვცდილობდით განწყობის შექმნას. თუმცა განწყობაც გაქრა როცა გათოშილ სახლში დავბრუნდი.


სანამ ტელეფონის ელემენტი ცოცხალი იყო ინტერნეტში შევძვერი. ქსელში ძალიან ბევრს საუბრობენ "პოლიტიკურ ქვეტექსტებზე", იმისტები და ამისტები ერთმანეთს ახოცავენ ხელს, დაობენ "ის დრო სჯობდა თუ ეს დრო, ზოგი უშუქობის რომანტიკასაც კი მისწვდა ....

ცენტრალური არხები, რომეთა გამოშვებების თვალის გადავლებაც მოვასწარი, მხოლოდ ჭე ხარისხის პრობლემად აღიქვამენ უშუქოდ დატოვებულ ქალაქს.

თუ ბათუმია... ან ზაფხული უნდა იყოს და ტურისტებს ვითვლიდეთ, ან მეჩეთის აჩრდილს უნდა დავსდევდეთ, ან კიდე შტორმა უნდა გადაგვიაროს რომ რამენაირად გამოიხედონ. პრინციპში ეს "გამოხედვაც" ერთ დღეზე მეტს არ გრძელდება... სხვა, "ახალი მასალაა" მოსაძებნი რეიტინგისთვის.

არჩევნები მაინც იყოს. დედაბუდიანად შეიძრებოდა მთელი პოლიტიკური ელიტა და ერთმანეთს აახევდნენ სახეს ოღონდაც პირველებს გაეკეთებიათ- გაერკვიათ რამე.
მაგრამ ახლა არც ზაფხულია, არც არჩევნები - უბრალოდ ზამთარია და უბრალოდ ქალაქი იყინება... ისე, უბრალოდ.

ბატონებო... ყველა იმისტის და ამისტის თავზეც გავიარე. არანაირად არ მაინტერესებს ვის როდის უდგება წიგნის წასაკითხად და მითუმეტეს ის ფაქტი რომ "თურმე ევროპაშიც გათიშულა თოვაში შუქი" ვერანაირად ვერ მათბობს. ზამთარი კი მხოლოდ ახლა იწყება.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ყინვაში და უამინდობაში ცდილობს პრობლემაში გაერკვეს და ელექტროენერგია მოგვაწოდოს.

ხოლო მათ, ვისაც მხოლოდ გადანათებული და მზით გამთბარი ბათუმი ახსოვს .... გელით ზაფხულში... ლეღვის რძესაც არ მოგაკლებთ.

პ.ს. რადიოში ვარ. შუქი ჯერ არის. თუმცა ეს "ჯერ" სანამდე გაგრძელდება არ ვიცი. იმედია არ ჩაქრება. ხოლო თუ ისევ ჩაქრა, გამოითიშება რადიოც. რეგიონში მიმდინარე მოვლენებიზე ინფორმაციის გაგების ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაც. მანქანაში ყველგან "აჭარის რადიოა" ჩართული. ტაქსის მძღოლმა მითხრა - "თქვენგან გავიგე რაც ხდებოდა გზებზე თორე დედაქალაქიდან მხოლოდ პარლამენტარების ჩხუბზე გვიყვებიანო"....


2 comments:

  1. Sagijeti.
    Rogor uceb ician mashinve evropastan shedareba ra. Sazizgari arafrismaqnisi politikosebi ginda tu dedaqalaqis media.

    Ra kargad wer, Dato, madloba. Sheni blogidan imden saintereso rames vigeb Batumze, razec aravin wers da versad mozebni simartles.

    ReplyDelete
    Replies
    1. შედარება იცოცხლე - ეგრევე - "აბა ის ჯობია?!" ზე გადადიან. გაიხარე. არანაირად არ მინდა ასეთი ამბები ვწერო ჩემს ბლოგზე. მაგრამ... მიწევს. იმედია მალე დასრულდება ეს ყველაფერი... და იმედია მშვიდობიანად.

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]