ჰობიტის მოგზაურობის მეორე ნაწილის გამოსვლამდე თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება. მიუხედავად იმისა რომ ასგზის გავლილი მაქვს "იქედან აქამომდე" მაინც მაინტერესებს თუ როგორ მოახერხებს ჯექსონი ამ ყველაფრის ეკრანიზაციას. ჰობიტის მოგზაურობის პირველ ნაწილს დიდი აღფრთოვანებით ნამდვილად არ შეხვედრია მაყურებელთა უმრავლესობა. ტოლკინის სამყაროსა და ჯექსონის შემოქმედების გულშემატკივრების გამოკლებით რაღათქმაუნდა . რამოდენიმე ჩემს ნაცნობს სეანსის დროს ჩაეძინა კიდეც. ნუ რას იზამ. სამაგიეროდ მე ვეძებდი ეკრანზე ყველა იმ დეტალის, იმ ნიუანსის ვიზუალიზაციას რაც კი წიგნის კითხვის დროს წარმომედგინა რომ - ეს ასე უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში პიტერს ამაში წუნს ვერავინ დაუდებს - იცის ჰობიტმა თავისი საქმე.
მოკლედ, რა იქნება და როგორ ამას მალე გავიგებთ. მანამდე კი პიტერი თავის საკუჭნაოში გვეპატიჟება. გავიგოთ როგორ და რანაირად ცხვება ზღაპარი რომელსაც დეკემბრის თვეში ერთად დავაგემოვნებთ.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!