Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეტიუდი N 4. "მამა - გოგოს მამა"

ეტიუდი N 4. "მამა - გოგოს მამა"

უნორმოდ თბილი ამინდებია. აი ისეთი, ნოემბერს ნამუსი რომ ქონდეს რეესტრში მივიდოდა და სახელს გადაიკეთებდა. მაგრამ - ისევ ნოემბერია და ისევ თბილი. სახლისკენ მოვსეირნობდი. მარშეს ღვეზელი და ცხელი ჩაი მელოდა. თუმცა ანომალური ამინდის შემხედვარე გზა გავიმრუდე და შემოვლით ქუჩებს მივაშურე - წავისეირნესავით.

ლამპიონებით განათებული მოკირწლული ქუჩები და ძველი ბათუმის ჯერ კიდევ შემორჩენილი არქიტექტურა - კიჰ, ლამაზია. ხალხიც სეირნობს, სეირნობს, სეირნობს.

სახლამდე კიდევ ერთი ქუჩა უნდა გადამეკვეთა. გზადკეცილზე წყვილი იდგა ჩემსკენ ზურგშექცევით და ჭუკჭუკობდა. იქნებოდნენ ასე 14-16 წლისანი. მაღაზიის ვიტრინასთან შევჩერდი - მოვიდა ზამთარი და დაეტყო ვიტრინებსაც - მისი აღმატებულება სეილი. თუმცა გაშიშვლებულ მანიკენებს საზამთროდ მხოლოდ იმ წუთებში მოსავდნენ საზამთრო ტანისამოსით... ორი ქალი ვერა და ვერ ითანხმებდა ფეხებგაფიჩხინებულ ქალ მანიკენს ახალი შარვლის ჩაცმაზე.

გზა განვარგძნე. გოგო და ბიჭი გადახვეოდა ერთმანეთს და ისე იდგნენ. ჩეულებრივი ამბავია საღამოს ბათუმის ქუჩებში. რამოდენიმე ნაბიჯი და ...

ეს რაღაც წამის მეასედებში მოხდა. მეც დავიბენი და... ახლაც მეცინება.

ჩემსკენ ზურგით მდგარი ბიჭის კისერზე საყვარლად ხელმოხვეულ გოგონას ბიჭის კისერში ქონდა ცხვირი ჩარგული. არ ვიცი რა და როგორ მაგრამ...
თვალები გაახილა.. წამით გამოიხედა და ....

-ვაიმე მამაჩემი.... შეიძახა გოგომ და განზე გახტა. შემკრთალ-დაბნეული გოგო ჩემსკენ იყურებოდა. უკან მოვიხედე. არავინ იყო. გზა განვაგრძნე. აშკარად მე მიყურებდა.

- ვაიმე... მამაჩემი მეგონა... გოგოეს ფრაზა დამთავრებული არც იყო რომ ბიჭის სილუეტი ელვის სისწრაფით მოეფარა ქუჩის კუთხეს. გავიდა სამშვიდობოს.
სიცილი აგვიტყდა, მეც და გოგოსაც.

რამოდენიმე წამის და მობოდიშების შემდეგ გოგოც იქეთკენ გაიქცა საითაც ბიჭი. გაედევნა დასაწყნარებლად, ან ხიდან ჩამოსაყვანად.
სიძე შე ძველო ?! გავიფიქრე ამაყმა "მამამ" და განვაგრძნე გზა სახლისკენ.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]