Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Stallone vs Schwarzenegger

Stallone vs Schwarzenegger

- დღეს საღამოს გიოსთან გადმოდი, კასეტა დავითრიეთ და ვუყუროთ ვიდეოზე. პახოდუ დვიჟოკი აქვს
- ვაა, მაგარია. ბოევიკია ?!
- კი თან კარატეზეა.


მეორე დღეს

- იაა, მე რემბო ვაარ
- აჰააა, მე კიდევ ბრუსლი
- მერე რაა, მე გესროლე ჩემი დანა
- იაა, მე კიდე ავიცილე კატის ილეთიით
- რა კატის, კობრის მაინც გეთქვა. უფრო მაგარია
- მე კომანდოსი ვარ. დადააან .გხიეთ ბაზუკა და აგაფეთქეთ.
- იაა. ამერიკანსი ნინძააა.... გადავხტი და გადავრჩი.
- სად გადახტი ბიჭო ბაზუკა გესროლე.
- მე დანიდან დავაძრე ნმსი და ძაფი, მკლავი მოვიკერე და ვსიოო...
- ე, ვსიო. მე ასე აღარ ვთამაშობ.
- რატომ?!
- რა რატომ. არც ერთი არ კვდებით
- უფ. შენ რატომ არ კვდები ?!
- მე შარცნეგერი ვარ
- მე რებო
- მე ჯეკი ჩანი
...
- წავიდეთ მაშინ თომასთან. ტყვედ ავიყვანოთ.

მეორეხარისხოვანი ჰოლივუდური ბოევიკებით გაჯერებული ბავშვობა. რამდენჯერ გვითამაშია და გვიდავია იმის თაობაზე ჯეკი ჩანი აჯობებდა თუ ვანდამი. ბრიუს ლი თუ ჩაკ ნორისი... სტალონე თუ შვარცნეგერი. როგორ ცდილობდით გადმოგვეკოპირებია მათი მოძრაობები. მართალია ხმების გამეორება გაცილებით უფრო იოლი იყო ვიდრე მოძრაობების. მაგრამ ჩვენ მაშინ გმირები ვიყავით.

კი, გმირები ბლომად გვყავდა. თუმცა არც ერთზე ისე ხშირად არ ვსაუბრობდით როგორც მათზე. სტალონე და შვარცნეგერი. ორი კუნთმაგარი მძლეთამძლე. ორი "შეუპოვარი გმირი", რომელთა გამოჩენაც ეკრანზე უკვე ნიშნავდა  ცუდ მიჭებზე სწორუპოვარ გამარჯვებას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ცუდი ბიჭის როლს თავად "მძლეთამძლე" ასრულებდა ეს ტერმინატორი იყო . სავარაუდოდ ამიტომაც გამოვიდა ასეთი შიშის მომგვრელი ეს პერსონაჟი - როცა აცნობიერებ რომ ეს დედააფეთქებული სიკვდილის მანქანა არა მხოლოდ რობოტი, არამედ თვით შვარცნეგერია. კი... ითამაშა ამან თავის დროზე სათანადო როლი.

მართალია მათი გზები არასდროს გადაკვეთილა. მაგრამ მათ მიერ შესრულებური როლებიდან პარალელები ნამდვილად ბირთვურ რეაქციას იწვევდა ჩვენს ბავშვურ ტვინებში. სტალონე თუ შვარცი. რემბო თუ რუსი პოლიციელი, როკი თუ კომანდოსი. მოკლედ "თავის სატკივარი ნაღდად გვქონდა.


კუნთმაგარი დიდების მერე ბიჭებს "რაიმე სერიოზული" როლის თამაშიც მოუნდათ. ჰქონდათ კიდეც მეტ-ნაკლებად წარმატებული მცდელობები მუშტიკრივის და სპეცეფექტების გარეშე დაეტყვევებინათ მაყურებელი ისე რომ ფილმის დასრულებამდე დარბაზიდან არ გასულიყო.

"ოსკარი" 1991 წელი
ჯუნიორი 1994 წელი
თუმცა ეს ფილმები ბიჭებს უბრალოდ ანცობად ჩაუთვალეს რადგან ვერც დიდად კარგი კომედიური მსახიობები გამოდგნენ და მაყურებელიც მათგან ყველაზე ნაკლებად ელოდა ხუმრობას ან ჩამოგორებულ კურცხალს. ერთი ტყვიით განადგურებული თვითმფრინავი, დანით მთელი ჯარის წინააღმდეგ, გამოღებული თვალი, კიბორგი და გამწარებული სპეცნაზელი კიდე ჰო. მაგრამ წვეტიანი ხუმრობები... ნაკლებად. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ ორთავეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ფილმები დაუგროვდა და სცენარისტ-რეჟისორის როლიც არაერთგზის უთამაშიათ რეალობაში. შიგადაშიგ შანს არ უშებდნენ ხელიდან ერთმანეთისთვის რომ არ "წაეკბინათ"


ისე ეს შვარცნეგერს გაცილებით უკედ გამოსდიოდა ვიდრე სილვესტერს. აქვს ამ ადამიანს გაცილებით უკეთესი იუმორი (შედარებით)

გავიდა დრო. ეკრანზე ჩენი ბავშობის გმირები მუტანტებმა, სუპერ ადამიანებმა, უცხოპლანეტელებმა, ორკებმა და ელფებმა ჩაანაცვლეს. ჩვენი გმირები ნელინელ დაბერდნენ და ფედისტალი თითქმის უბრძოლველად დაუთმეს სხვებს.

თუმცა ჰოლივუდი რა ჰოლივუდია თავის დროზე ოქროს მომტანი "ლიმონი ბოლომდე თუ არ გამოწურა". რამოდენიმე ხნის წინ გარკვეულწილად მათი რეიკარნაცია განიზრაეხეს. "კალიფორნიას დადეს პირობა", "ქუდზე გმირი იხმეს" და ერთგვარი ვეტერანთა გუნდი შექმნეს.

რათქმაუნდა ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო ერთ ფილმში თავმოყრილი ბავშვობის ყველა გმირი. ძველი მტრები და პერსონაჟები, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი საერთო არც არასდროს ქონიათ ახლა უკვე თმაშევერცხლილ-შერჩენილ-შემელოტებულები გაერთიანებული ძალებით უმტვრევდნენ თავყბას ცუდ ბიჭებს.


თუმცა როგორც შედეგებმა აჩვენა. ეს გმირთა სხადნიაკი მაინც ძველი ფანების გულის გასახარი ფინტი აღმოჩნდა ვიდრე რეალურად მილიონების მომტანი პროექტი. მაგრამ მაინც - ღირდა ამად. თითქოს შეგვახსენეს თავი - ჰეი, ჩვენ კიდევ ცოცხლები ვართ და თავყბის მტვრევაც კარგად შეგვიძლიაო.


ფილმში ვარსკვლავების სიმრავლეს პერატექნიკოსთა სასწაულები თუ გაუტოლდება. ცეცხლი, აფეთქება, მსხვერა მტვრევა.. პრინციპში როცა დიდი ბიჭები ერთად შეიკიბებიან აბა სხვას რას უნდა ველოდოთ. მითუმეტეს როცა საქმე იმ ადამიანებზე მიდგება, რომელთა სამსახიობო მონაცემებში მაგარი კუნთები თითქმის ყოველთვის  ფარავს შედარებით სუსტ სამსახიობო ნიჭს.

როგორც უკვე ვთქვი ეს ჩვენი თაობის გულის გახარება უფრო იყო ვიდრე ჰარი პოტერით აღფრთოვანებული ბავშვებისთვი საინტერესო მოვლენა. რომელთა უმრავლესობისთვის ეს პერსონაჟები უკვე გადაშენებული დინოზავრების თანაკლასელები არიან.

რამოდენიმე ხნის წინ კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო ტანდემის შედეგი ვიხილე ეკრანზე - "გაქცევის გეგმა" .ისევ ძველი მეგობრები სილვესტერი და არნოლდი. ისევ ძველი, მაგარი ბიჭების ისტორია. ციხეში უკანონოდ მოხვედრილი სტალონე და სიმართლის დასამტკიცებლად დაწყებული ბრძოლა...


როგორც წესი სტალონე აქაც "პროფესიონალია" თავისი საქმენის. მას ხომ ეს "პროფესიონალობანა" ძალიან მოსწონს.

და შვარცი, რომელიც სადღაც მიყუჩებულია, რაღაცეებზე თავისთვის "მაგრად ღადაობს" მაგრამ საქმეს თუ დასჭირდა... კუნთებსაც დაჭიმავს.

მოკლედ რომ ვთქვა აქ დიდად გადამრიე სანახავი არც არაფერია. კი, საინტერესო სიუჟეტია. ჩახლართული ამბავი.. მაგრამ ჩემთვის ფილმის  ყველაზე გემრიალი სცენა სწორედ ამ "ბავშვობის მეგობრების" ხელჩართული ბრძოლაა.


აი სად ახდა ბავშობის ოცნება. როგორც იქნა სტალონე და შვარცი.. ერთმანეთის წინააღმდეგ. მაგრამ.... როგორც სკოლაში ხდებოდა ხოლმე "გაიმარჯვა მეგობრობამ".
არადა მეგონა ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამდით ამ დავას წერტილს. მაგრამ ნურას უკაცრავად. ლეგენდები არ მარცხდებიანო. ეს იმას ნიშნავს რომ მათი "შერკინება, ან ტანდემი კიდევ არაერთხელ გახდება ძველი ფანების განხილვის საგანი.

თავად ამ ფილმს რაც შეეხება. კი, ყურებად ღირს. თუნდაც იმიტომ რომ ნახოთ ამ ორი ბებერის მუშტიკვრივი.

ისე ახლა ვიხსენებდი - მე რომელი გმირის მხარეს ვიყავიმეთქი. ვერ გავიხსენე. ალბათ იმიტომ რომ ეს ყოველ ჯერზე სხვადასხვა იყო. თუ ვიღაც როკი იყო, შენ კომანდოსი იყავი. თუ ვითაც რემბო იყო - შენ კონანი და ასე შემდეგ. ხო, ერთი საინტერესო დეტალი. არასდროს ვთამაშობდით ანტიგმირის როლებს.... არც არასდროს მოგვსლია აზრად. მაშინ ხო ბოროტი აუცილებლად კვდებოდა... ვის უნდოდა სიკვდილი...

ხოდა ისა... სტალონე თუ შვარცი.. რომელიო ?!

1 comment:

  1. მე Schwarzenegger-ის ვანდამთან ჭიდილი უფრო მახსოვს, ვიდრე სტალონესთან. თუმცა მეტოქეების სახელებს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემთვის უპირობოდ Schwarzenegger იყო ყველაზე მაგარი :D ისე დღესაც კი შვარცის გულშემატკივარი ვარ მაგ საკითში :)))))))))))))))))))))))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]